ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი – არავინ არის ვალდებული, აიტანოს ცილისწამება, უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლებიც ყველამ უნდა გამოიყენოს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არავინ არის ვალდებული აიტანოს ცილისწამება და უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტები. პაპუაშვილი გამოეხმაურა ბერა ივანიშვილის განცხადებას, რომლითაც მან სამართლებრივი პასუხი მოითხოვა ცილისმწამებლურ ბრალდებებზე.

შალვა პაპუაშვილი – არავინ არის ვალდებული, აიტანოს ცილისწამება, უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლებიც ყველამ უნდა გამოიყენოს
შალვა პაპუაშვილი – არავინ არის ვალდებული, აიტანოს ცილისწამება, უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლებიც ყველამ უნდა გამოიყენოსპირველი არხი

მნიშვნელოვანია, არსებობდეს სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომ ყველას, ვინც ცილს წამებს, სიძულვილის ენას იყენებს, ასეთი ინსტრუმენტები გამოიყენოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ბერა ივანიშვილის განცხადებაზე: „მოვითხოვ სამართლებრივ პასუხს ჩემ მიმართ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებებზე, სასამართლოსთვის მიმართვა არა ვინმეს წინააღმდეგ შურისძიება, არამედ ჩემი ღირსების დაცვის გზაა“.

„არავინ არის ვალდებული, აიტანოს ცილისწამება. წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, გვარწმუნებდნენ სხვადასხვა დონორების დაფინანსებით სხვადასხვა ორგანიზაციები, რომ ტყუილი და სიძულვილის ენა არის გამოხატვის თავისუფლება. რაც არის აბსოლუტური აცდენა თავად ევროპული წარმოდგენებისა, რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას. კიდევ ერთხელ, ცილისწამება და სიძულვილი არ არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. მნიშვნელოვანია, არსებობდეს სამართლებრივი ინსტრუმენტები ყველას მიმართ, ვინც ცილს წამებს, სიძულვილის ენას იყენებს და ასეთი ინსტრუმენტები ყველამ უნდა გამოიყენოს. სხვა მხრივ, ზოგადად ცილისწამება ჰიბრიდული კამპანიების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომ ადამიანების, საზოგადოების, ქვეყნის წინაშე მუშაობდნენ ესა თუ ის ჯგუფები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოვითხოვ სამართლებრივ პასუხს ჩემ მიმართ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებებზე, სასამართლოსთვის მიმართვა არა ვინმეს წინააღმდეგ შურისძიება, არამედ ჩემი ღირსების დაცვის გზაა“
ბერა ივანიშვილი
„არავინ არის ვალდებული, აიტანოს ცილისწამება. წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, გვარწმუნებდნენ სხვადასხვა დონორების დაფინანსებით სხვადასხვა ორგანიზაციები, რომ ტყუილი და სიძულვილის ენა არის გამოხატვის თავისუფლება. რაც არის აბსოლუტური აცდენა თავად ევროპული წარმოდგენებისა, რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას. კიდევ ერთხელ, ცილისწამება და სიძულვილი არ არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. მნიშვნელოვანია, არსებობდეს სამართლებრივი ინსტრუმენტები ყველას მიმართ, ვინც ცილს წამებს, სიძულვილის ენას იყენებს და ასეთი ინსტრუმენტები ყველამ უნდა გამოიყენოს. სხვა მხრივ, ზოგადად ცილისწამება ჰიბრიდული კამპანიების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომ ადამიანების, საზოგადოების, ქვეყნის წინაშე მუშაობდნენ ესა თუ ის ჯგუფები“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.