შალვა პაპუაშვილი ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილების შესახებ: „არავინ არის ვალდებული, აიტანოს მის მიმართ
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შეაფასა ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილება სასამართლო დავის დაანონსებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ არავინ არის ვალდებული, აიტანოს ცილისწამება.

„არავინ არის ვალდებული, აიტანოს მის მიმართ ცილისწამება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბერა ივანიშვილის მიერ მის მიმართ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაანონსებასთან დაკავშირებით.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცილისმწამებლებისა და სიძულვილის ენის ავტორების წინააღმდეგ მნიშვნელოვანია სამართლებრივი ინსტრუმენტების არსებობა.
„ჩვენ წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, გვარწმუნებდნენ სხვადასხვა დონორები, რომ ტყუილი და სიძულვილის ენა გამოხატვის თავისუფლებაა, რაც არის აცდენა თავად ევროპული წარმოდგენებისგან გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ცილისწამება და სიძულვილი არ არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველას მიმართ, ვინც ცილს სწამებს, ვინც სიძულვილის ენას იყენებს, არსებობდეს სამართლებრივი ინსტრუმენტები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„არავინ არის ვალდებული, აიტანოს მის მიმართ ცილისწამება“
„ჩვენ წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, გვარწმუნებდნენ სხვადასხვა დონორები, რომ ტყუილი და სიძულვილის ენა გამოხატვის თავისუფლებაა, რაც არის აცდენა თავად ევროპული წარმოდგენებისგან გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ცილისწამება და სიძულვილი არ არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველას მიმართ, ვინც ცილს სწამებს, ვინც სიძულვილის ენას იყენებს, არსებობდეს სამართლებრივი ინსტრუმენტები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.