შალვა პაპუაშვილი: ის რომ უხამსობა საჯარო სივრცეში მიუღებელია, ეს ყველამ იცის, ყველა ადამიანი საკუთარ ქცევაზეა პასუხისმგებელი. ასე რომ, თუკი ვინმეს მიმართ გამოიყენება ზომები უხამსობისთვის, ეს მათი ქცევის გამოა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ჟურნალისტი ციხეში არა მის გამო, არამედ საკუთარი უხამსობის გამოა. მისი თქმით, საჯარო სივრცეში უხამსობის მიუღებლობა კანონმდებლობისა და საზოგადოების მოთხოვნაა და ყველა თავის ქცევაზეა პასუხისმგებელი.

ის ჩემს გამო არ არის ციხეში, ის არის თავისი უხამსობის გამო, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - „არ გეუხერხულებათ, რომ თქვენ გამო ჟურნალისტი ერთი თვეა ციხეშია?“.
მისივე თქმით, ყველა ადამიანი საკუთარ ქცევაზეა პასუხისმგებელი.
„ის რომ უხამსობა საჯარო სივრცეში მიუღებელია, ეს ყველამ იცის. ამას ასწავლიან ოჯახში, ბაღში სკოლაში და ზოგადად ცხოვრება ასწავლის ამას ადამიანი. ასე რომ, თუკი ვინმეს მიმართ გამოიყენება ზომები უხამსობის გამო, ეს მათი ქცევის გამოა. უხამსობა რომ არ უნდა იყოს საჯარო სივრცის ნაწილი, სწორედ ეს არის ჩვენი საზოგადოებისა და კანონმდებლობის მოთხოვნა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„არ გეუხერხულებათ, რომ თქვენ გამო ჟურნალისტი ერთი თვეა ციხეშია?“
„ის რომ უხამსობა საჯარო სივრცეში მიუღებელია, ეს ყველამ იცის. ამას ასწავლიან ოჯახში, ბაღში სკოლაში და ზოგადად ცხოვრება ასწავლის ამას ადამიანი. ასე რომ, თუკი ვინმეს მიმართ გამოიყენება ზომები უხამსობის გამო, ეს მათი ქცევის გამოა. უხამსობა რომ არ უნდა იყოს საჯარო სივრცის ნაწილი, სწორედ ეს არის ჩვენი საზოგადოებისა და კანონმდებლობის მოთხოვნა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…