ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო ბერა ივანიშვილის სამართლებრივი გზით სიარული" - ზურაბ რურუა

ქართული ოცნების წევრები მიესალმებიან ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებას სამართლებრივი დავის დაწყების შესახებ. პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ რურუას განცხადებით, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასა და ცილისწამებაზე პასუხი სამართლებრივი გზით უნდა გაეცეს.

"ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო ბერა ივანიშვილის სამართლებრივი გზით სიარული" - ზურაბ რურუა
"ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო ბერა ივანიშვილის სამართლებრივი გზით სიარული" - ზურაბ რურუარუსთავი 2

"ქართულ ოცნებაში" ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმებიან. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ გარკვეული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსების კოორდინირებული, ცილისმწამებლური კამპანიის მიზანი -"ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დისკრედიტაციაა და ცილისწამებას პასუხი სამართლებრივად უნდა გაეცეს.

"ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო ბერა ივანიშვილის სამართლებრივი გზით სიარული, იმიტომ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, მედიასაშუალებებმა, სხვადასხვა ტელევიზიებმა, ამდენი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის და ცილისწამებისთვის აუცილებლად პასუხი უნდა აგონ. ამიტომ, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა და, ზოგადად, ქვეყანაში ადამიანების დისკრედიტაციას, ცილისწამების კამპანიებს უნდა დაესვას წერტილი საბოლოოდ," - აღნიშნა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ რურუამ.

ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შვილი აცხადებს, რომ აღარ აპირებს უპასუხოდ დატოვოს მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია და დეზინფორმაცია, რომელსაც სხვადასხვა მედიით თუ სოციალური ქსელებით ავრცელებენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო ბერა ივანიშვილის სამართლებრივი გზით სიარული, იმიტომ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, მედიასაშუალებებმა, სხვადასხვა ტელევიზიებმა, ამდენი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის და ცილისწამებისთვის აუცილებლად პასუხი უნდა აგონ. ამიტომ, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა და, ზოგადად, ქვეყანაში ადამიანების დისკრედიტაციას, ცილისწამების კამპანიებს უნდა დაესვას წერტილი საბოლოოდ,“
ზურაბ რურუა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.