პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პროკურორი ასახელებს იმ მტკიცებულებებს, რომელიც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ აქვთ

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის საქმის პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი დოკუმენტაცია, დაადასტურებს მის ბრალდებას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში. ბრალდების მხარე სასამართლოსგან გამამტყუნებელ განაჩენს ელის.

პროკურორი ასახელებს იმ მტკიცებულებებს, რომელიც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ აქვთ
TV პირველი

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის საქმის პროკურორს იმედი აქვს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, ლევან ახობაძის მიმართ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

ბრალდების მხარის თქმით, საქმეში ახობაძის წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულებაა.

“შესავალ სიტყვებში ბრალდების მხარემ ისაუბრა ბრალდების ფორმულირებაზე, უშუალოდ, რას ვედავებით ლევან ახობაძეს, ასევე ვისაუბრეთ იმ მტკიცებულებებზე, რაც აღნიშნულ ბრალდებას ადასტურებს. სასამართლოს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ აღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, ბრალდების მხარე იმედოვნებს, რომ არსებითი განხილვის დასასრულს, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რაც გამამტყუნებელი განაჩენი იქნება. ვფიქრობთ, რომ ეს მტკიცებულებები, როგორიცაა, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, დაადასტურებენ სასამართლოში მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციას, უშუალოდ ქრთამის აღების პროცესში ჩართული პირები, რომლებიც სხვადასხვა ინფორმაციას ფლობენ, მათ შორის წერილობითი დოკუმენტაცია, ნივთიერი მტკიცებულებები დაადასტურებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს, რომ სწორედ ლევან ახობაძემ განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება”, - განაცხადა ლეკიაშვილმა.

ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს დახმარების სანაცვლოდ სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, [საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ].

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიგამორიცხულია, საპროცესო შეთანხმების მიღების სანაცვლოდ აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისადვოკატი
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიადვოკატი - საქმეში არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ლევან ახობაძემ კორუფციული დანაშაული - ქრთამის აღება ჩაიდინა
  3. რუსთავი 2სამთავრობოვფიქრობთ, მტკიცებულებები დაადასტურებენ, რომ სწორედ ლევან ახობაძემ განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედება - პროკურორი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები