ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

გამოძალვის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ისინი დაზარალებულს დასაქმებასა და დოკუმენტების მოწესრიგებას დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი 3000 ევრო მოსთხოვეს, რის შემდეგაც ფული, პირადობა და სიმ-ბარათი წაართვეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

გამოძალვის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს
გამოძალვის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავესბათუმელები

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს გამოგონილი სახელებით გაეცნენ და საქართველოში დასაქმებასა და ბინადრობისთვის საჭირო დოკუმენტების მოწესრიგებას დაჰპირდნენ. აღნიშნულის სანაცვლოდ, წინასწარ 3 000 ევროს ჩამოტანა მოსთხოვეს.

აჭარაში ჩამოსვლის შემდეგ, ბრალდებულებმა მამაკაცს 3 000 ევრო, პირადობის მოწმობა და სიმ-ბარათი წაართვეს, რომლებსაც მოთხოვნის მიუხედავად აღარ უბრუნებდნენ. მომხდარის გახმაურების შემთხვევაში კი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, პირველ ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს გამოგონილი სახელებით გაეცნენ და საქართველოში დასაქმებასა და ბინადრობისთვის საჭირო დოკუმენტების მოწესრიგებას დაჰპირდნენ. აღნიშნულის სანაცვლოდ, წინასწარ 3 000 ევროს ჩამოტანა მოსთხოვეს. აჭარაში ჩამოსვლის შემდეგ, ბრალდებულებმა მამაკაცს 3 000 ევრო, პირადობის მოწმობა და სიმ-ბარათი წაართვეს, რომლებსაც მოთხოვნის მიუხედავად აღარ უბრუნებდნენ. მომხდარის გახმაურების შემთხვევაში კი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ,“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.