პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულები დაზარალებულს დასაქმებასა და დოკუმენტების მოწესრიგებას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდ წინასწარ 3000 ევრო მოსთხოვეს, აჭარაში ჩამოსვლის შემდეგ კი ფული და დოკუმენტები წაართვეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს გამოგონილი სახელებით გაეცნენ და საქართველოში დასაქმებასა და ბინადრობისთვის საჭირო დოკუმენტების მოწესრიგებას დაჰპირდნენ. აღნიშნულის სანაცვლოდ, წინასწარ 3 000 ევროს ჩამოტანა მოსთხოვეს.

"აჭარაში ჩამოსვლის შემდეგ, ბრალდებულებმა მამაკაცს 3 000 ევრო, პირადობის მოწმობა და სიმ-ბარათი წაართვეს, რომლებსაც მოთხოვნის მიუხედავად აღარ უბრუნებდნენ. მომხდარის გახმაურების შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. ბათუმელებიოპოზიციურიგამოძალვის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს
  2. ტაბულაოპოზიციური"საქართველოში დასაქმებას დაჰპირდნენ, წაართვეს პირადობა, ფული" – დაკავებულია 2 პირი
  3. რუსთავი 2სამთავრობოდაკავება გამოძალვის ბრალდებით - აჭარის პოლიციამ ბათუმში თურქეთის ორი მოქალაქე ცხელ კვალზე აიყვანა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
აჭარაში ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - შსსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები