ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ბათუმში სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბათუმში სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების თანახმად, ბრალდებულები მოქალაქეებს ბინებს დაჰპირდნენ, ფული გამოართვეს, თუმცა საკუთრებაში არ დაურეგისტრირეს და მოგვიანებით სხვა პირებზე გასხვისეს.

ბათუმში სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები თაღლითობის ბრალდებით დააკავეს
ბათუმში სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები თაღლითობის ბრალდებით დააკავესბათუმელები

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში მოქმედი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები მოქალაქეებს ბინების საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი დიდი ოდენობით თანხა გამოართვეს.

ბრალდებულებმა მყიდველებს ბინები საკუთრებაში არ დაურეგისტრირეს და ფართობები მხოლოდ ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცეს. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ბინები საკუთარი ხარჯებით გაარემონტეს, ბრალდებულებმა აღნიშნული ფართობები დამატებითი თანხის მიღების მიზნით სხვა პირებზე გაასხვისეს.

აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ მოქალაქეთა კუთვნილ 190 502 აშშ დოლარსა და 42 600 ლარს.

პოლიციამ ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.