პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმში ორი პირი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, რომლებმაც ნაცნობ ქალს ბიზნესის დაწყების საბაბით 116 475 ლარი გამოართვეს და მიითვისეს. ბრალდებულებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბათუმში ორი პირი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს
ბათუმელები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბათუმში ორი პირი თაღლიობის ბრალდებით დააკავეს.

შს სამინისტროს განმარტებით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წამოწყება შესთავაზეს. გეგმის განსახორციელებლად ქალმა საბანკო სესხები აიღო და ბრალდებულებს ჯამში 116 475 ლარი გადასცა.ბრალდებულებმა შეთანხმებული პირობები არ შეასრულეს და გადაცემულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბათუმში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოიმერეთის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავა
  2. TV პირველიოპოზიციურიქალს ბიზნესის წამოწყების საბაბით 116 475 ლარის საბანკო სესხები ააღებინეს - თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმში დააკავეს სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებმაც ნახევარ მილიონზე მეტი მიითვისესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები