ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დაკავება გამოძალვის ბრალდებით - აჭარის პოლიციამ ბათუმში თურქეთის ორი მოქალაქე ცხელ კვალზე აიყვანა

აჭარის პოლიციამ ბათუმში გამოძალვის ბრალდებით თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა თურქეთიდან დასაქმების მიზნით ჩასული 21 წლის მამაკაცი მოტყუებით ჩაიყვანეს, 3000 ევრო გამოსძალეს, დოკუმენტები წაართვეს და პოლიციაში მიმართვის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. სამართალდამცველებმა ისინი ცხელ კვალზე აიყვანეს.

დაკავება გამოძალვის ბრალდებით - აჭარის პოლიციამ ბათუმში თურქეთის ორი მოქალაქე ცხელ კვალზე აიყვანა
დაკავება გამოძალვის ბრალდებით - აჭარის პოლიციამ ბათუმში თურქეთის ორი მოქალაქე ცხელ კვალზე აიყვანარუსთავი 2

თურქეთიდან ბათუმში 21 წლის მამაკაცი დასაქმების იმედით ჩავიდა. სამუშაოს მაძიებელმა მალევე გაარკვია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლი იყო.

"კურიერისთვის" ორგანიზებული დანაშაულის კონკრეტული დეტალები ცნობილია.

თურქეთში მცხოვრებმა 21 წლის მამაკაცმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამსახურს ეძებდა. რამდენიმე საათში მას აჭარიდან თურქეთის ორმა მოქალაქემ დაურეკა. შეჰპირდნენ, რომ ერთ-ერთ ობიექტზე დაასაქმებდნენ და ბინადრობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებაშიც დაეხმარებოდნენ. სანაცვლოდ მსხვერპლს თან უნდა ჰქონოდა ნაღდი ფული - 3000 ევრო.

ახალგაზრდა კაცი პირობებს დათანხმდა, აჭარაში ჩავიდა და დაბინავდა. მეორე დღეს კი ე.წ. დამსაქმებლებს შეხვდა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მსხვერპლს 3000 ევრო გამოსძალეს, ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მობილურის სიმ-ბარათებიც. იმ შემთხვევაში კი, თუ პოლიციას მიმართავდა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

იმავე დღეს მსხვერპლმა დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსური და საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს და თურქეთის ორი მოქალაქე ცხელ კვალზე აიყვანეს. გამოძალვის ფაქტზე დაკავების ოპერაცია ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე მიმდინარეობდა.

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. გამოძალვის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

დანაშაული, რომელსაც გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ედავება, 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები