ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის მეტროს პროექტი ჩინეთ-საქართველოს ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია - CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი

თბილისის მერია

ჩინეთში თბილისისთვის განკუთვნილი ახალი მეტროს ვაგონების წარდგენის ცერემონია გაიმართა, რომელსაც კახა კალაძე დაესწრო. თბილისის მერიამ ჩინურ კომპანიასთან თითქმის 150 მილიონ ევროიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქმა 25 ახალი შემადგენლობა მიიღო.

თბილისის მეტროს პროექტი ჩინეთ-საქართველოს ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია - CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი
თბილისის მეტროს პროექტი ჩინეთ-საქართველოს ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია - CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტირუსთავი 2

111 ახალი ვაგონი თბილისისათვის. წარდგენის ცერემონია ჩინეთში გაიმართა. ღონისძიებას კახა კალაძე პირადად დაესწრო.

თბილისის მეტროს 25 ახალი შემადგენლობა გადაეცა. 14 ოთხ ვაგონიანი და 11 ხუთ-ვაგონიანი მატარებელი. უმსხვილესი ჩინური სარკინიგზო გიგანტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბოლო პროექტი პორტუგალიის მეტროპოლიტენია.

კომპანიასთან თბილისის მერიამ თითქმის 150 მილიონ ევროიანი კონტრაქტი გააფორმა.

CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის, ლი დინგ ნანის განცხადებით, პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

"თბილისის მეტროს პროექტი სარტყლისა და გზის: მაღალხარისხოვანი განვითარებისთვის განხორციელებული ერთ-ერთი სიმბოლური პროექტია და ჩინეთ-საქართველოს ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია.

ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ის კიდევ უფრო სრულყოფს ქალაქის სატრანსპორტო ქსელს, აამაღლებს საზოგადოებრივი მომსახურების დონეს და მოქალაქეებს გადაადგილებას გაუადვილებს.

პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ისტორიული მეგობრობის განმტკიცებისა და აზიისა და ევროპის დაკავშირებისთვის", - განაცხადა ლი დინგ ნანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თბილისის მეტროს პროექტი სარტყლისა და გზის: მაღალხარისხოვანი განვითარებისთვის განხორციელებული ერთ-ერთი სიმბოლური პროექტია და ჩინეთ-საქართველოს ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ის კიდევ უფრო სრულყოფს ქალაქის სატრანსპორტო ქსელს, აამაღლებს საზოგადოებრივი მომსახურების დონეს და მოქალაქეებს გადაადგილებას გაუადვილებს. პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ისტორიული მეგობრობის განმტკიცებისა და აზიისა და ევროპის დაკავშირებისთვის“
ლი დინგ ნანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩინეთში ვიზიტით მყოფი კალაძე ქალაქ ნანკინის მერს ლი ჭონგ ძუნის შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები