პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ჩეხეთის პრემიერმა ბაბიშმა გააკრიტიკა ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტი და უკრაინის დაფინანსების გეგმა

ჩეხეთის პრემიერმა ბაბიშმა ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ უკრაინამ დაფინანსება ევროპული ბიუჯეტის მიღმა უნდა მიიღოს, რადგან ჩეხეთისთვის გამოყოფილი თანხები მცირდება.

ჩეხეთის პრემიერმა ბაბიშმა გააკრიტიკა ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტი და უკრაინის დაფინანსების გეგმა
რადიო თავისუფლება

მან გააკრიტიკა ჩეხეთის დაფინანსების შემცირება, ასევე ევროპული ინსტიტუტების დაფინანსებისა და უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის გეგმები.

ევროკავშირის შვიდწლიანი ბიუჯეტის გადახედილი პროექტი შაბათს, 21 ნოემბერს, წარმოადგინა ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, ანტონიუ კოშტამ. მის თანახმად, ევროკომისიის თავდაპირველ წინადადებასთან შედარებით დაფინანსება 204 მილიარდი ევროთი შემცირდება.

ბაბიშის თქმით, ირლანდიას, რომელმაც ივლისში დაიწყო ევროკავშირის საბჭოში თავისი ექვსთვიანი თავმჯდომარეობა, ბიუჯეტის კიდევ 32 მილიარდი ევროთი შემცირება სურს. შედეგად, როგორც ჩეხეთის პრემიერი აღნიშნავს, ჩეხეთმა შესაძლოა 7,5 მილიარდი კრონით (307 მილიონი ევროთი) ნაკლები მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ბიუჯეტში პრაღის შენატანები იზრდება.

ამასთან, მან გააკრიტიკა პროექტით გათვალისწინებული 100 მილიარდი ევროს ოდენობის ხარჯები ევროპული სტრუქტურების, მათ შორის ევროპარლამენტისა და ევროკომისიის მუშაობისთვის, ასევე ის გამოვიდა ევროკავშირის საერთო ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფის წინააღმდეგ.

„რატომ უნდა მივცეთ უკრაინას ფული ევროპული ბიუჯეტიდან? უკრაინამ ფული მის გარეთ უნდა მიიღოს“, - განაცხადა ბაბიშმა.

ჩეხეთი ევროკავშირის ბიუჯეტიდან სახსრების „წმინდა მიმღებად“ რჩება. გასულ წელს მან 31,1 მილიარდი კრონით (1,28 მილიარდი ევროთი) მეტი მიიღო, ვიდრე გადარიცხა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2027 წელს უკრაინას ევროპული ბიუჯეტიდან თავდაცვის საჭიროებებისთვის სულ მცირე 70 მილიარდი ევრო სჭირდება. მისი თქმით, მომავალ წელს ქვეყანას ომი 155 მილიარდი ევრო დაუჯდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერები გერმანიის კანცლერს აკრიტიკებენ უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები