“იცით, რატომ არ გაძლევთ ხმას, ბატონო თავმჯდომარევ?” – ანა მიქაძე-ჩიკვაიძე
ყველის გილდის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმას შეუსაბამო შეფასებების, პენსიასა და ჩინოვნიკების შემოსავლებს შორის სხვაობისა და სიღარიბის ზრდის გამო არ აძლევს. იგი შალვა პაპუაშვილის ეკონომიკურ ზრდაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ყველის გილდის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, შალვა პაპუაშვილის სიტყვებს ეხმაურება და წერს:
მე არ ვარ ანტიქოცი.
და თუ ახლა იმასაც გადაიტანთ, რის თქმასაც ვაპირებ, შეიძლება დამავალოთ კიდეც.
მე ვარ ანტინაცი.
მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ხმას 2016 წლიდან არ ვაძლევ.
ჩემი პოლიტიკური არჩევანი ასეთია:
ვირჩევ პატარა პარტიებს და მონაცვლეობით ვეხმარები მათ. იმ ერთი ხმით, რამდენსაც ჩემი მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ნაცნობების დარწმუნებით მოვაგროვებ.
მაგალითად, ანა დოლიძეს 7000 ხმა მოვუტანე. გახარიასაც ჩემი სამეგობროსა და ოჯახის მხარდაჭერა
ახლა იაგოს „გირჩს“ ვაკვირდები. ახალ სახელს ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე.
და იცით, რატომ არ გაძლევთ ხმას, ბატონო თავმჯდომარევ?
აი, სწორედ ასეთი შეუსაბამო შეფასებების გამო!
პს,
დამავიწყდა 15 ევროდ პატარა ჩეხურ ქალაქში კვირის მარაგს ვიკეთებდი და ფასები და პროდუქტი ვიდეო მტკიცებულებად ბევრჯერ გამოიფენია
ვოტ ტაკ
ჩემი არგუმენტი ძალიან მარტივია:
ჩვენს პენსიასა და თქვენს შემოსავლებს შორის სხვაობაში სამმაგი ევროპული სოციალური პროგრამები ეტევა. შესაძლოა, მეტიც!
ჰოდა, მერე გვიკვირს, რატომ იზრდება სიღარიბის მაჩვენებლები,
რატომ უჭირთ ადამიანებს არსებობა და რატომ რჩებიან მოწყვლადი ფენები სოციალური დაცვის მიღმა.
ბატონებო, იქნებ ერთხელ მაინც სამართლიანად გაანაწილოთ ეს რესურსები და ადამიანებს არსებობის ღირსეული საშუალება მისცეთ?
სწორედ ამიტომ არ გაძლევთ ხმას.
გული მწყდება, მაგრამ ამ მაჩვენებლით საქართველო სიღარიბის რეიტინგში დაწინაურდება,
და ეს ნამდვილად არ არის საამაყო შედეგი.
პოლიტიკური სიმპათია ერთია, სამართლიანობის განცდა — მეორე.
და ჩემი ხმა არც ერთ პარტიას სამუდამოდ არ ეკუთვნის.
პ.ს. ნაცებო, ნუ აღფრთოვანდებით ნაადრევად — ეს პოსტი თქვენთვის არ დამიწერია.
ცნობისთვის, პაპუაშვილმა თქვა:
„საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპით, არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…