ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კალაძე: ჩვენი დედაქალაქისთვის ჩინეთში მზადდება მეტროს 111 ვაგონი

ქართული ოცნება

კახა კალაძე აცხადებს, რომ ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოებაა დაწყებული.

კალაძე: ჩვენი დედაქალაქისთვის ჩინეთში მზადდება მეტროს 111 ვაგონი
კალაძე: ჩვენი დედაქალაქისთვის ჩინეთში მზადდება მეტროს 111 ვაგონიტაბულა

ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს ვაგონები. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ვაგონების განახლება, ახალი ვაგონების შეძენა არ მომხდარა. პირველი, ვინც ეს შეძლო და გააკეთა, არის ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო. ძალიან მიხარია, 111 ვაგონის წარმოება არის დაწყებული. ხვალ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ დავათვალიეროთ ის კონკრეტული დამზადებული ვაგონები, რომელიც ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას...

ჩინეთთან ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აღნიშნული ურთიერთობები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩინეთში ვიზიტით მყოფი კახა კალაძე ქალაქ ნანკინის მერს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები