კახა კალაძე – ჩინეთში მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, გვექნება შესაძლებლობა, დავათვალიეროთ დამზადებული ვაგონები, რომლებიც მალე გამოიგზავნება თბილისში და მოემსახურება მოსახლეობას
თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფება, სადაც თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში იგი დამზადებულ ვაგონებს დაათვალიერებს და ნანკინის მერს შეხვდება. კალაძემ ხაზი გაუსვა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
როგორც მერმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქისთვის მეტროს ახალი ვაგონების დამზადების პროცესს პირადად გაეცნობა და ქალაქ ნანკინის მერთან შეხვედრას გამართავს.
„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს ვაგონები. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ვაგონების განახლება, ახალი ვაგონების შეძენა არ მომხდარა. პირველი, ეს ვინც შეძლო და გააკეთა, არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. ძალიან მიხარია, 111 ვაგონის წარმოება არის დაწყებული. ხვალ გვექნება შესაძლებლობა, დავათვალიეროთ ის კონკრეტული დამზადებული ვაგონები, რომლებიც ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
„ჩინეთთან ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აღნიშნული ურთიერთობები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს ვაგონები. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ვაგონების განახლება, ახალი ვაგონების შეძენა არ მომხდარა. პირველი, ეს ვინც შეძლო და გააკეთა, არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. ძალიან მიხარია, 111 ვაგონის წარმოება არის დაწყებული. ხვალ გვექნება შესაძლებლობა, დავათვალიეროთ ის კონკრეტული დამზადებული ვაგონები, რომლებიც ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“
„ჩინეთთან ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აღნიშნული ურთიერთობები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.