ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია

თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია, სადაც შეხვედრას გამართავს ქალაქ ნანკინის მერთან და კომპანია CRRC-ს დირექტორთან, ასევე დაათვალიერებს თბილისისთვის განკუთვნილ მეტროს ვაგონებს.

თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვიარუსთავი 2

თბილისის მერი, კახა კალაძე, სამუშაო ვიზიტით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა ქალაქ ნანკინის მერთან ლი ჭონგ ძუნისთან.

თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ეწვევა მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-ს, სადაც შეხვედრას გამართავს კომპანიის დირექტორ სუნ იონგცაისთან და თბილისის განკუთვნილ მეტროს ვაგონებს დაათვალიერებს.

თბილისის მერთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაშია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიორგი შარკოვი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.