ჩინეთთან გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ - კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე შანხაიში იმყოფება, სადაც მეტროსთვის შეძენილ ახალ ვაგონებს ქარხანაში ამოწმებს. თბილისის მერიამ ჩინურ კომპანია CRRC-სთან თითქმის 150 მილიონი ევროს კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქი 111 ახალ ვაგონს მიიღებს.

ბოსტონი, ჩიკაგო, ლოს-ანჯელესი, პორტუ, ბუენოს-აირესი, რიო-დე-ჟანეირო და რამდენიმე კვირაში უკვე თბილისშიც - დედაქალაქის მეტროს, პირველად ისტორიაში, თანამედროვე და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უკვე კარგად დატესტილი ვაგონები ეყოლება, რომელიც თბილისის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს მოემსახურება.
ახალი შემადგენლობებისა და ვაგონების სანახავად შანხაიშია წასული დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელიც თბილისის მეტროპოლიტენისთვის შეძენილ სატრანსპორტო საშუალებებს ქარხანაში პირადად შეამოწმებს.
"ჩინეთთან ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აღნიშნული ურთიერთობები.
მე ხვალ ასევე მექნება შესაძლებლობა შევხვდე ქალაქ ნანკინის მერს. ქალაქი, რომელიც ერთ-ერთი თანამედროვე არის თავისი ისტორიული წარსულით, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან განვითარდა და საინტერესო იქნება მოვისმინოთ და გავიზიაროთ ის გამოცდილება, რაც აღნიშნულ ქალაქს გააჩნია.
გარდა ამისა, შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს ვაგონები. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ვაგონების განახლება, ახალი ვაგონების შეძენა არ მომხდარა და პირველი ეს ვინც შეძლო და გააკეთა, არის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", - აცხადებს კახა კალაძე.
მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-სთან თბილისის მერიამ თითქმის 150 მილიონი ევროს კონტრაქტი გააფორმა. ჩინურმა მხარემ დედაქალაქს ჯამში 111 ახალი ვაგონი უნდა გადმოსცეს. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია პირველი ოთხ-ვაგონიანი შემადგენლობა, რომელიც ჩინეთში შესაბამის ტესტირებას გადის, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კი მატარებელი დამატებით უსაფრთხოების შემოწმებებს გაივლის, მათ შორის 5 000 კილომეტრიან სატესტო გარბენს თბილისის მეტროს ხაზზე. უმსხვილესი ჩინური კომპანიის გარდა, შანხაიში ვიზიტად მყოფ კახა კალაძეს ჩინეთში სხვა შეხვედრებიც აქვს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიკახა კალაძე – ჩინეთში მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, გვექნება შესაძლებლობა, დავათვალიეროთ დამზადებული ვაგონები, რომლებიც მალე გამოიგზავნება თბილისში და მოემსახურება მოსახლეობას
- რუსთავი 2კახა კალაძე: ბოლო წლების განმავლობაში მეტროს ვაგონების განახლება არ მომხდარა - პირველი, ვინც ეს შეძლო და გააკეთა, არის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"
- იმედინიუსიკახა კალაძე: ბოლო წლების განმავლობაში მეტროს ვაგონები არ განახლებულა - პირველი, ვინც ეს შეძლო და გააკეთა, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
- ინტერპრესნიუსიკახა კალაძე - ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას
- ტაბულაკალაძე: ჩვენი დედაქალაქისთვის ჩინეთში მზადდება მეტროს 111 ვაგონი
- იმედინიუსიკახა კალაძე: თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს
- რუსთავი 2თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს - კახა კალაძე
- ინტერპრესნიუსიკახა კალაძე - თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს - პირველი 4-ვაგონიანი შემადგენლობა, წლის ბოლოს იქნება თბილისში
- პირველი არხიჩინეთის საწარმოში, სადაც თბილისის მეტროპოლიტენის განახლებისთვის 111 ვაგონი მზადდება, ახალი მატარებლის წარდგენის ცერემონია გაიმართა [ფოტო]
- POSTVკახა კალაძე: „თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის
- რუსთავი 2თბილისის მეტროს პროექტი ჩინეთ-საქართველოს ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია - CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი
ციტატები სტატიიდან
„ჩინეთთან ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აღნიშნული ურთიერთობები. მე ხვალ ასევე მექნება შესაძლებლობა შევხვდე ქალაქ ნანკინის მერს. ქალაქი, რომელიც ერთ-ერთი თანამედროვე არის თავისი ისტორიული წარსულით, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან განვითარდა და საინტერესო იქნება მოვისმინოთ და გავიზიაროთ ის გამოცდილება, რაც აღნიშნულ ქალაქს გააჩნია. გარდა ამისა, შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს ვაგონები. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ვაგონების განახლება, ახალი ვაგონების შეძენა არ მომხდარა და პირველი ეს ვინც შეძლო და გააკეთა, არის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…