კახა კალაძე: ბოლო წლების განმავლობაში მეტროს ვაგონები არ განახლებულა - პირველი, ვინც ეს შეძლო და გააკეთა, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფება, სადაც თბილისისთვის 111 ახალი მეტროს ვაგონის წარმოების პროცესი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში იგი ახალ ვაგონებს დაათვალიერებს და ნანკინის მერს შეხვდება.

ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
როგორც მერმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქისთვის მეტროს ახალი ვაგონების დამზადების პროცესს პირადად გაეცნობა და ქალაქ ნანკინის მერთან შეხვედრას გამართავს.
„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს ვაგონები. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ვაგონები არ განახლებულა, ახალი ვაგონები არ შეგვიძენია. პირველი, ვინც ეს შეძლო და გააკეთა, არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. ძალიან მიხარია, 111 ვაგონის წარმოება არის დაწყებული. ხვალ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ დავათვალიეროთ ის კონკრეტული დამზადებული ვაგონები, რომლებიც ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
„ჩინეთთან ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აღნიშნული ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიკახა კალაძე – ჩინეთში მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, გვექნება შესაძლებლობა, დავათვალიეროთ დამზადებული ვაგონები, რომლებიც მალე გამოიგზავნება თბილისში და მოემსახურება მოსახლეობას
- რუსთავი 2კახა კალაძე: ბოლო წლების განმავლობაში მეტროს ვაგონების განახლება არ მომხდარა - პირველი, ვინც ეს შეძლო და გააკეთა, არის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"
- ინტერპრესნიუსიკახა კალაძე - ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას
- ტაბულაკალაძე: ჩვენი დედაქალაქისთვის ჩინეთში მზადდება მეტროს 111 ვაგონი
- რუსთავი 2ჩინეთთან გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ - კახა კალაძე
- იმედინიუსიკახა კალაძე: თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს
- რუსთავი 2თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს - კახა კალაძე
- ინტერპრესნიუსიკახა კალაძე - თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს - პირველი 4-ვაგონიანი შემადგენლობა, წლის ბოლოს იქნება თბილისში
- პირველი არხიჩინეთის საწარმოში, სადაც თბილისის მეტროპოლიტენის განახლებისთვის 111 ვაგონი მზადდება, ახალი მატარებლის წარდგენის ცერემონია გაიმართა [ფოტო]
- POSTVკახა კალაძე: „თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის
- რუსთავი 2თბილისის მეტროს პროექტი ჩინეთ-საქართველოს ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია - CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს ვაგონები. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ვაგონები არ განახლებულა, ახალი ვაგონები არ შეგვიძენია. პირველი, ვინც ეს შეძლო და გააკეთა, არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. ძალიან მიხარია, 111 ვაგონის წარმოება არის დაწყებული. ხვალ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ დავათვალიეროთ ის კონკრეტული დამზადებული ვაგონები, რომლებიც ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“
„ჩინეთთან ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აღნიშნული ურთიერთობები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…