ჩინეთში ვიზიტით მყოფი კალაძე ქალაქ ნანკინის მერს ლი ჭონგ ძუნის შეხვდა
ჩინეთში ვიზიტით მყოფი კახა კალაძე ქალაქ ნანკინის მერს ლი ჭონგ ძუნის შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და თბილისის მეტროსთვის 111 ახალი ვაგონის დამზადებაზე ისაუბრეს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ქალაქ ნანკინის მერს ლი ჭონგ ძუნის შეხვდა. ინფორმაციას მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ივანიშვილის მერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. სწორედ ნანკინში მზადდება თბილისის მეტროსთვის 111 ახალი ვაგონი, რაც კალაძის შეფასებით, ისტორიული ფაქტია.
"ვაფასებთ იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებობს. დღეს უკვე სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. მოხარული ვარ, რომ დელეგაციის წევრებთან ერთად ვიმყოფები ნანკინში, რომელიც უძველესი ქალაქია და ამავე დროს, სწრაფად უწყობს ფეხს თანამედროვეობას. სწორედ ნანკინში მდებარეობს უმსხვილესი ჩინური კომპანია CRRC-ი, რომელმაც დაამზადა მეტროს ვაგონები თბილისის მეტროპოლიტენისთვის. 111 ახალი ვაგონის შეძენა თბილისისთვის მართლაც ისტორიული ფაქტია, რადგან ასეთი მასშტაბური განახლება თბილისის მეტროპოლიტენის ისტორიას არ ახსოვს. მადლობას გიხდით გულთბილი დახვედრისთვის და იმედია, თბილისში გიმასპინძლებთ." - განაცხადა კახა კალაძემ.
პრესსამსახურის ცნობით, ნანკინის მერმა თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.
"ჩვენთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ ნანკინში. როგორც ვიცი, პირველად ხართ ჩვენს ქალაქში, რომელიც დიდი ისტორიის მქონეა და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს განვითარების კუთხით. სწორედ ნანკინში მდებარეობს ჩინეთის სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის კორპორაცია, სადაც დამზადდა თბილისისთვის მეტროს მატარებლის ვაგონები. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით." - აღნიშნა ლი ჭონგ ძუნიმ.
შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა საქართველოს ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის უფროსი გიორგი შარკოვი.
ციტატები სტატიიდან
„ვაფასებთ იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებობს. დღეს უკვე სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. მოხარული ვარ, რომ დელეგაციის წევრებთან ერთად ვიმყოფები ნანკინში, რომელიც უძველესი ქალაქია და ამავე დროს, სწრაფად უწყობს ფეხს თანამედროვეობას. სწორედ ნანკინში მდებარეობს უმსხვილესი ჩინური კომპანია CRRC-ი, რომელმაც დაამზადა მეტროს ვაგონები თბილისის მეტროპოლიტენისთვის. 111 ახალი ვაგონის შეძენა თბილისისთვის მართლაც ისტორიული ფაქტია, რადგან ასეთი მასშტაბური განახლება თბილისის მეტროპოლიტენის ისტორიას არ ახსოვს. მადლობას გიხდით გულთბილი დახვედრისთვის და იმედია, თბილისში გიმასპინძლებთ.“
„ჩვენთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ ნანკინში. როგორც ვიცი, პირველად ხართ ჩვენს ქალაქში, რომელიც დიდი ისტორიის მქონეა და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს განვითარების კუთხით. სწორედ ნანკინში მდებარეობს ჩინეთის სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის კორპორაცია, სადაც დამზადდა თბილისისთვის მეტროს მატარებლის ვაგონები. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.