Yandex-ის საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო. მომჩივანი კომპანიებს სხვა პლატფორმებთან თანამშრომლობის შემზღუდველი შეთანხმებების გაფორმებასა და კონკურენციის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს.

კონკურენციის სააგენტომ, Yandex-ის (იურიდიულად „დელივერი ტექნოლოჯის საქართველო“) საჩივრის საფუძველზე, მზა საკვების ონლაინ პლატფორმების ბაზრის შესწავლა დაიწყო. მომჩივანი Wolt-ისა და Glovo-ს კონკურენციის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს.
Yandex-ის განცხადებით, Wolt-სა და Glovo-ს გარკვეულ რესტორნებსა და კვების ობიექტებთან ისეთი შეთანხმებები აქვთ გაფორმებული, რომლებიც მათ სხვა ონლაინ პლატფორმებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას უზღუდავს. მომჩივნის შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა ართულებს ახალი პლატფორმების ბაზარზე შესვლას და შესაძლოა უარყოფითად აისახოს კონკურენციის პირობებზე და აღნიშნულ ქმედებებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაძლო დარღვევად მიიჩნევს.
Wolt და Glovo საქართველოში მზა საკვების პროდუქტის ბაზარზე ყველაზე დიდი საკურიერო კომპანიები არიან, მათ გარდა მიტანის სერვისში Bolt food და რუსული Yandex-ც ოპერირებენ, რომელთა ძირითადი საქმიანობაც ტაქსით მომსახურებაა.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.