პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

Yandex-ი კვების ონლაინ-პლატფორმებს უჩივის, საკითხს კონკურენციის სააგენტო სწავლობს

კონკურენციის სააგენტომ შპს „დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს“ საჩივრის საფუძველზე მზა საკვების ონლაინ პლატფორმების ბაზრის მოკვლევა დაიწყო. საჩივარი Wolt-ისა და Glovo-ს რესტორნებთან გაფორმებულ იმ შეთანხმებებს ეხება, რომლებიც, მომჩივნის მტკიცებით, ობიექტებს სხვა პლატფორმებთან თანამშრომლობას უზღუდავს და შესაძლოა კონკურენციის კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდეს.

Yandex-ი კვების ონლაინ-პლატფორმებს უჩივის, საკითხს კონკურენციის სააგენტო სწავლობს
რადიო თავისუფლება

შპს „დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს“ საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ მზა საკვების ონლაინ პლატფორმების ბაზრის მოკვლევა დაიწყო.

Yandex-ის პრეტენზია Wolt-ისა და Glovo-ს რესტორნებთან და კვების სხვა ობიექტებთან გაფორმებულ შეთანხმებებს ეხება, რომლებიც, მომჩივნის მტკიცებით, ობიექტებს სხვა ონლაინ პლატფორმებთან თანამშრომლობას უზღუდავს.

„დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს“ შეფასებით, ასეთი პრაქტიკა ახალ მოთამაშეებს ბაზარზე შესვლას ურთულებს და კონკურენციას ზღუდავს. კომპანია მიიჩნევს, რომ Wolt-ისა და Glovo-ს ქმედებები შესაძლოა „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლს ეწინააღმდეგებოდეს (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება).

რეესტრის მონაცემებით, შპს „დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს“ 100%-იანი წილის მფლობელია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული Y.E. Holding Limited, ხოლო დირექტორი სომხეთის მოქალაქე არამ მხითარიანია. Y.E. Holding Limited-ი Yandex-ის საერთაშორისო სერვისებთან დაკავშირებული რამდენიმე კომპანიის მფლობელია.

Yandex Eats-ის საქართველოში მუშაობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია 2026 წლის თებერვალში გავრცელდა. მაშინ კომპანიის ადგილობრივი ოპერაციების ხელმძღვანელი „გლობალურ გადაწყვეტილებაზე“ საუბრობდა, თუმცა მოგვიანებით Yandex Georgia-მ განაცხადა, რომ საქართველოში მიტანის სერვისის ოპერაციების შეწყვეტას არ გეგმავდა.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის უწყება ოთხ საქმეზე ახორციელებს მოკვლევას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციურიკონკურენციის სააგენტო Yandex Delivery-ს საჩივრის გამო Wolt-ის და Glovo-ს სავარაუდო ქმედებებს შეისწავლის
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, შპს „დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს“ საჩივრის საფუძველზე, მზა საკვების ონლაინ პლატფორმების ბაზრის შესწავლა დაიწყო
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიYandex-ის საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
  4. ტაბულაოპოზიციურიGCCA-მ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
  5. ფორმულაოპოზიციურიGCCA-მ მზა საკვების ონლაინ პლატფორმების ბაზრის შესწავლა დაიწყო
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
კონკურენციის სააგენტომ Yandex Go-ს მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაადასტურა - დეტალებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები