პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, შპს „დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს“ საჩივრის საფუძველზე, მზა საკვების ონლაინ პლატფორმების ბაზრის შესწავლა დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს“ საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს სავარაუდო ქმედებების შესწავლა დაიწყო. საჩივარი ეხება ისეთ შეთანხმებებს, რომლებიც რესტორნებსა და კვების ობიექტებს სხვა ონლაინ პლატფორმებთან თანამშრომლობას უზღუდავს და შესაძლოა არღვევდეს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, შპს „დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს“ საჩივრის საფუძველზე, მზა საკვების ონლაინ პლატფორმების ბაზრის შესწავლა დაიწყო
ინტერპრესნიუსი

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), შპს „დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს“ საჩივრის საფუძველზე, მზა საკვების ონლაინ პლატფორმების ბაზრის შესწავლა დაიწყო.

კონკურენციის სააგენტოს ცნობით, საჩივარიეხება Wolt-ისადა Glovo-სსავარაუდოქმედებებს, რომლებიც, საჩივრის ავტორის შეფასებით, შესაძლოა კონკურენციის წესებს არღვევდეს და სხვა კომპანიებისთვის ბაზარზე საქმიანობას ართულებდეს.

„მომჩივანის განცხადებით, Wolt-სა და Glovo-ს გარკვეულ რესტორნებსა და კვების ობიექტებთან გაფორმებული აქვთ ისეთი შეთანხმებები, რომლებიც მათ სხვა ონლაინ პლატფორმებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას უზღუდავს. მომჩივნის შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა ართულებს ახალი პლატფორმების ბაზარზე შესვლას და შესაძლოა უარყოფითად აისახოს კონკურენციის პირობებზე და აღნიშნულ ქმედებებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაძლო დარღვევად მიიჩნევს.

მომჩივანი და მოპასუხე კომპანიები მართავენ ონლაინ პლატფორმებს, რომელთა საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ მზა საკვების, სურსათისა და სხვა პროდუქტების ონლაინ შეკვეთა და მიღება. პლატფორმებზე რესტორნები, მაღაზიები და სხვა სავაჭრო ობიექტები საკუთარ პროდუქტებსა და შეთავაზებებს ათავსებენ, მომხმარებლები კი სასურველ პროდუქტს ონლაინ ირჩევენ, იხდიან თანხას და შეკვეთას, როგორც წესი, საკურიერო მომსახურების საშუალებით იღებენ. ამრიგად, აღნიშნული ონლაინ პლატფორმები ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, რესტორნებსა და სავაჭრო ობიექტებს და მათ შორის პროდუქტისა და მომსახურების მიღება-გაცვლის პროცესს უზრუნველყოფენ.

სააგენტო მოკვლევის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და შეაფასებს, დაირღვა თუ არა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

ამ დროისათვის, GCCA-ი ოთხ საკითხზე ახორციელებს მოკვლევას“.- ნათქვამია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 5
  1. BM.GEოპოზიციურიკონკურენციის სააგენტო Yandex Delivery-ს საჩივრის გამო Wolt-ის და Glovo-ს სავარაუდო ქმედებებს შეისწავლის
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიYandex-ის საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
  3. ტაბულაოპოზიციურიGCCA-მ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
  4. ფორმულაოპოზიციურიGCCA-მ მზა საკვების ონლაინ პლატფორმების ბაზრის შესწავლა დაიწყო
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიYandex-ი კვების ონლაინ-პლატფორმებს უჩივის, საკითხს კონკურენციის სააგენტო სწავლობს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
GCCA-ში 2026 წლის 10 თვეში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, განცხადებების რაოდენობა გაორმაგდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები