ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კონკურენციის სააგენტომ Yandex Go-ს მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაადასტურა - დეტალები

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ Yandex Go-ს მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაადასტურა და კომპანიას დარღვევების აღმოსაფხვრელად ერთთვიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი წლიური ბრუნვის 2%-მდე ჯარიმა ემუქრება.

კონკურენციის სააგენტომ Yandex Go-ს მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაადასტურა - დეტალები
კონკურენციის სააგენტომ Yandex Go-ს მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაადასტურა - დეტალებიBM.GE

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ (Yandex Go) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადასტურა.

სააგენტოს ინფორმაციით, საქმე ეხებოდა პლატფორმაზე მოვაჭრის ვინაობისა და საკონტაქტო მონაცემების შესახებ არასრულ ინფორმირებას. გარდა ამისა, პრობლემური აღმოჩნდა სახელშეკრულებო პირობებიც, რომლებიც სატრანსპორტო მომსახურებაზე მთელ პასუხისმგებლობას მძღოლს აკისრებდა, ხოლო კომპანიას მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების გარეშე მომსახურების პირობების ცალმხრივად შეცვლის შესაძლებლობას აძლევდა.

უწყება წერს რომ შესწავლის შედეგად დაადგინა, Yandex Go თავად წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელ მოვაჭრეს და არა მხოლოდ უბრალო ტექნოლოგიურ შუამავალს. შესაბამისად, კომპანიას ეკისრება ვალდებულება, მომხმარებლებს მიაწოდოს კანონით გათვალისწინებული სრული და გასაგები ინფორმაცია და უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა. სააგენტომ ასევე ხაზი გაუსვა დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებისა და მისი გამოყენების პირობების მკაფიოდ განმარტების აუცილებლობას.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა, საკუთარი საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა 1 თვის ვადაში დაევალა.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სააგენტოს გადაწყვეტილებას დადგენილ ვადაში არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს, მას შესაძლოა ჯარიმის სახით წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-მდე ოდენობის თანხა დაეკისროს.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
GCCA-მ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები