შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა
29 ნოემბერს შუქრუთის მაღაროში მიწისქვეშა სამუშაოებისას მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას კომპანიის ცვლის უფროსი ემსხვერპლა. მმართველი კომპანიის განცხადებით, დაწყებულია გამოძიება.

დღეს, 29 ნოემბერს, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა.
მაღაროს მმართველი Chiatura Management Company-ის განცხადებით, მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, რასაც კომპანიის ცვლის უფროსის დ.კ-ის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარემოებები დგინდება. მომხდარის შესახებ კომპანიამ ყველა შესაბამის უწყებას უკვე აცნობა და აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს და თანადგომას ვუცხადებთ მათ ამ მძიმე დროს. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით“, — ნათქვამია განცხადებაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…