პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

რუსეთიდან წიწიბურის ექსპორტი აიკრძალა – საქართველოს იმპორტში მისი წილი 99,9%-ია

საქსტატი

რუსეთმა წიწიბურის ექსპორტი აკრძალა, საიდანაც საქართველოში ამ პროდუქტის იმპორტის 99,9% შემოდიოდა. საქსტატის ცნობით, მიმდინარე პერიოდში ქვეყანამ 4 353 300 დოლარის წიწიბურა შეიძინა, თუმცა თბილისში ახალ შეზღუდვაზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

რუსეთიდან წიწიბურის ექსპორტი აიკრძალა – საქართველოს იმპორტში მისი წილი 99,9%-ია
რადიო თავისუფლება

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 4 353 300 აშშ დოლარის ღირებულების წიწიბურა შეიძინა. აქედან 4 348 300 დოლარი რუსეთზე მოდიოდა - წიწიბურის იმპორტის მთლიანი ღირებულების 99,9%.

აკრძალვა არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებზე - სომხეთზე, ბელარუსზე, ყაზახეთსა და ყირგიზეთზე. რუსეთმა გამონაკლისი დაუშვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისთვისაც – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის. შეზღუდვა არც ჰუმანიტარულ დახმარებასა და მთავრობათაშორისი შეთანხმებებით გათვალისწინებულ მიწოდებას ეხება.

2026 წელს რუსეთში წიწიბურა დაახლოებით 708 ათას ჰექტარზე დაითესა. ეს 1990 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

რუსეთს მსგავსი შეზღუდვა 2021 წლის 5 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლითაც ჰქონდა დაწესებული. „ჩვენს ბაზარზე ეს არ აისახება“, - ამბობდა მაშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს წიწიბურის სხვა ბაზრებიდან შემოტანა შეეძლო.

ახალ შეზღუდვაზე თბილისში კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 5%-ით, იმპორტი კი 11%-ით გაიზარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები