ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

GCCA-მ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს "დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს" (Yandex) საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო. საჩივარი ეხება ისეთ შეთანხმებებს, რომლებიც კვების ობიექტებს სხვა პლატფორმებთან თანამშრომლობას უზღუდავს.

GCCA-მ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
GCCA-მ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყოტაბულა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შპს "დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს" იგივე Yandex-ის საჩივრის საფუძველზე, მზა საკვების ონლაინ პლატფორმების ბაზრის შესწავლა დაიწყეს. საჩივარი ეხება Wolt-ისა და Glovo-ს სავარაუდო ქმედებებს.

GCCA წერს, რომ მომჩივანის ცნობით, Wolt-სა და Glovo-ს გარკვეულ რესტორნებსა და კვების ობიექტებთან გაფორმებული აქვთ ისეთი შეთანხმებები, რომლებიც მათ სხვა ონლაინ პლატფორმებთან თანამშრომლობას უზღუდავს. ამ ეტაპზე მოკვლევა 4 საკითზეა დაწყებული.

"მომჩივანის განცხადებით, Wolt-სა და Glovo-ს გარკვეულ რესტორნებსა და კვების ობიექტებთან გაფორმებული აქვთ ისეთი შეთანხმებები, რომლებიც მათ სხვა ონლაინ პლატფორმებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას უზღუდავს. მომჩივნის შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა ართულებს ახალი პლატფორმების ბაზარზე შესვლას და შესაძლოა უარყოფითად აისახოს კონკურენციის პირობებზე და აღნიშნულ ქმედებებს "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაძლო დარღვევად მიიჩნევს.

მომჩივანი და მოპასუხე კომპანიები მართავენ ონლაინ პლატფორმებს, რომელთა საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ მზა საკვების, სურსათისა და სხვა პროდუქტების ონლაინ შეკვეთა და მიღება. პლატფორმებზე რესტორნები, მაღაზიები და სხვა სავაჭრო ობიექტები საკუთარ პროდუქტებსა და შეთავაზებებს ათავსებენ, მომხმარებლები კი სასურველ პროდუქტს ონლაინ ირჩევენ, იხდიან თანხას და შეკვეთას, როგორც წესი, საკურიერო მომსახურების საშუალებით იღებენ. ამრიგად, აღნიშნული ონლაინ პლატფორმები ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, რესტორნებსა და სავაჭრო ობიექტებს და მათ შორის პროდუქტისა და მომსახურების მიღება-გაცვლის პროცესს უზრუნველყოფენ." - ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტო მოკვლევის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და შეაფასებს, დაირღვა თუ არა "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაძლო დარღვევად მიიჩნევს. მომჩივანი და მოპასუხე კომპანიები მართავენ ონლაინ პლატფორმებს, რომელთა საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ მზა საკვების, სურსათისა და სხვა პროდუქტების ონლაინ შეკვეთა და მიღება. პლატფორმებზე რესტორნები, მაღაზიები და სხვა სავაჭრო ობიექტები საკუთარ პროდუქტებსა და შეთავაზებებს ათავსებენ, მომხმარებლები კი სასურველ პროდუქტს ონლაინ ირჩევენ, იხდიან თანხას და შეკვეთას, როგორც წესი, საკურიერო მომსახურების საშუალებით იღებენ. ამრიგად, აღნიშნული ონლაინ პლატფორმები ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, რესტორნებსა და სავაჭრო ობიექტებს და მათ შორის პროდუქტისა და მომსახურების მიღება-გაცვლის პროცესს უზრუნველყოფენ.“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.