პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში პროგრამის, "საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა" ფარგლებში, მევენახე ფერმერებისთვის საოჯახო ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის საჭირო საშუალებების გადაცემის პროცესს დაესწრო

აჭარის მთავრობა

ქედაში ფერმერებისთვის ღვინისა და სპირტის საწარმოო საშუალებების გადაცემისა და ჩხავერის ყურძნის ჩაბარების პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო. პროგრამის ფარგლებში 200 ბენეფიციარი მიიღებს ინვენტარს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში პროგრამის, "საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა" ფარგლებში, მევენახე ფერმერებისთვის საოჯახო ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის საჭირო საშუალებების გადაცემის პროცესს დაესწრო
რუსთავი 2

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში მევენახე ფერმერებისთვის საწარმოო საშუალებების გადაცემის და KTW-ის საწარმოში ჩხავერის ყურძნის ჩაბარების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.

სამინისტროს პროგრამის "საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა" ფარგლებში, 200 ბენეფიციარისთვის საოჯახო ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკისა და ინვენტარის გადაცემაა გათვალისწინებული; ამ ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარი დაიხარჯება

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით, აქტიურად მუშაობს ფერმერების და მცირე საოჯახო ტიპის მარნების ხელშესაწყობად. ზურაბ პატარაძემ

ხაზი გაუსვა ამ პროცესში ბიზნესთან თანამშრომლობის, ფერმერებთან ერთობლივი მუშაობისა და ღონისძიებების დაგეგმვის მნიშვნელობას.

აჭარის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრის, დენის სალუქვაძის ინფორმაციით, წელს სხვადასხვა საწარმოში 120 ტონაზე მეტი ჩხავერის ჯიშის ყურძნის ჩაბარებაა მოსალოდნელი. მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ასევე გააცნო KTW-ის ყურძნის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში მოსავლის მიღებისა და გადამუშავების შესახებ ინფორმაცია და ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი მევენახეობის განვითარებისა და მოსავლის შეუფერხებელი რეალიზაციის ხელშეწყობის პროცესში აჭარის მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში მევენახე ფერმერებისთვის საწარმოო საშუალებების გადაცემის და ჩხავერის ჯიშის ყურძნის რეალიზაციის პროცესს გაეცნო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს "შემოდგომა ქედაში" დაესწროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები