თამარ ჩერგოლეიშვილი - ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში „შეგვთხრიან“, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს და ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა - ეს გვჭირდება გასამარჯვებლად
თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატები გამოჩნდება, გაიშლება ბანერები გზავნილით: „საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს“. მისი თქმით, „ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“.

კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება - დიახ, საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას, ან გაიაზრებთ და თქვენს მაოხრებელ პოლიტიკურ ლეშს ცხვირებში არ შეგვთხრით, ანაც გზავნილი იქნება, რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა , - ამის შესახებ “ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გუშინ გამართულ აქციას ეხმაურება.
მისი თქმით, ყველა აქციაზე, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი პლაკატები იქნება, იქნება გზავნილიც, რომ „ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“.
„აბსოლუტურად ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში შეგვთხრიან, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს.
და რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა.
ესაა ჩვენი გზავნილი.
ეს გვჭირდება გასამარჯვებლად.
და დიახ, კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება.
ანუ გადაგასწრებთ ხმაურით და ხმაური იქნება იმაზე, რაზეც ჩვენ გვინდა და სწორი გვგონია.
დიახ, საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას.
ან გაიაზრებთ და თქვენს მაოხრებელ პოლიტიკურ ლეშს ცხვირებში არ შეგვთხრით.
ანაც გზავნილი იქნება, რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა.
და ეს გზავნილი უფრო გახმაურდება თქვენივე დახმარებით.
დაიმახსოვრეთ - თქვენი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება”, - წერს ჩერგოლეიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…