სისხლიანი ანგარიშსწორება უნივერსიტეტთან - თბილისში სტუდენტი დაჭრეს
თბილისში, ირინა ენუქიძის ქუჩაზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ სტუდენტი დაჭრეს. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

თბილისში, ირინა ენუქიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს - ინფორმაციას "პირვებს" თვითმხილველები აწვდიან.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ მოხდა. დაზარალებული, მესამე კურსის სტუდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულს ციცი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა.
ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება წარსულში მომხდარი დაპირისპირების გაგრძელებაა.
პოლიციამ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.