სისხლიანი ანგარიშსწორება უნივერსიტეტთან- “პირველებმა “ ახალი დეტალები გაარკვია
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან 21 წლის სტუდენტი დემეტრე ჯაშია დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი უნივერსიტეტის გარეთ, რეპლიკის გამო მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

სისხლიანი ანგარიშსწორება ერთი კითხვის გამო - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს.
მესამე კურსელი სტუდენტი უმძიმესი დაზიანებებით კლინიკაში იმყოფება.
როგორც “პირველებისთვის“ ხდება ცნობილი, დაჭრილი 21 წლის დემეტრე ჯაშია, რომელსაც ჭრილობები ფერდის არეში აქვს მიყენებული.
“პირველების“ ინფორმაციით, კონფლიქტი კითხვის გამო დაიწყო. ახალგაზრდა კაცი სასწავლებლის ტერიტორიას ტოვებდა და შესვენებაზე კვების ობიექტისკენ მიდიოდა. რა დროსაც უნივერსიტეტთან გაჩერებულმა პირებმა მისი მისამართით რეპლიკა ისროლეს. „მე დამცინით“- ეს იყო კითხვა, რის გამოც ახალგაზრდა ბიჭს დანა ფერდში ჩაარტყეს.
უნივერსიტეტი რექტორის მოადგილე ამბობს, რომ კონფლიქტი ჯერ კიდევ წარსულში დაიწყო.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ჯერ კიდევ ადრე დაწყებული გაურკვევლობის შედეგია, მათ შორის ჩვენი ერთ-ერთი სტუდენტია დაზარალებული, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, ის ახალგაზრდა ჩვენი სტუდენტი არ არის. წუთიერი გარჩევა იყო, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არანაირი გარჩევა და ხმაური. უნივერსიტეტის გარეთ მოხდა, კამერის მონაცმებით გაირკვა, რომ რამდენიმე წამის ამბავი იყო, - ამბობს უნივერსიტეტის წარმომადგენელი.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი დღეს მთელი დღის განმავლობაში საგამოძიებო მოქედებები მიმდინარეობდა. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ კრიმინალისტები. ამოღებულია კამერების ჩანაწერებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აქვს დაწყებული.
ციტატები სტატიიდან
„მე დამცინით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.