პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ონის მერია - ონი - საკაოს ცენტრალურ გზაზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა, მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია - მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილთან სატრანსპორტო კავშირი შეზღუდული აქვს ოთხ სოფელს

ონი-საკაოს საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო მოძრაობა შეიზღუდა, რის გამოც მუნიციპალიტეტის ცენტრთან კავშირი ოთხ სოფელს გაუწყდა, იტყობინება ონის მერია.

ონის მერია - ონი - საკაოს ცენტრალურ გზაზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა, მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია - მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილთან სატრანსპორტო კავშირი შეზღუდული აქვს ოთხ სოფელს
ინტერპრესნიუსი

ონი-საკაოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა.

ამის შესახებ ინფორმციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც მერია განმარტავს, ქვის ლოდების ინტენსიური ცვენის გამო, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია.

„მეწყრის შედეგად, სავარაუდოდ, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი ბოძი, რის გამოც შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.

სტიქიის ზონაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება. მათ ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს და ალტერნატიული შემოვლითი გზის შესაძლო მარშრუტი დაათვალიერეს.

გეოლოგების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემდეგ, დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე უსაფრთხოებას პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილთან სატრანსპორტო კავშირი შეზღუდული აქვს ოთხ სოფელს: საკაოს, მაჟიეთს, ბორცოსა და ხიდეშლებს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივ კავშირზე არიან მოსახლეობასთან და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დახმარებას უზრუნველყოფენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გარემოს ეროვნული სააგენტო - ცაგერში, სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც სტიქიის ზონიდან მოსახლეობა გაიყვანეს - დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები