პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"დაზარალდა მე-3 კურსის სტუდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და გადაინაცვლა მიმდებარე ქუჩაზე" - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის განცხადება

რუსთავი 2შინაგან საქმეთა სამინისტრო

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ სტუდენტი დაჭრეს. უნივერსიტეტის განცხადებით, ინციდენტი კვების ობიექტთან დაიწყო და მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.

"დაზარალდა მე-3 კურსის სტუდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და გადაინაცვლა მიმდებარე ქუჩაზე" - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის განცხადება
რუსთავი 2

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, მათი სტუდენტის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მე-3 კურსის სტუდენტს პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა განვმარტოთ, რომ დღეს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ირინა ენუქიძის ქუჩაზე, მოხდა ინციდენტი - შედეგად დაზარალდა ჩვენი მე-3 კურსის სტუდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

რამდენადაც ცნობილი გახდა, ინციდენტი დაიწყო კვების ერთ-ერთ ობიექტთან და გადაინაცვლა უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე, რის გამოც, დაცვის თანამშრომლის სწრაფი რეაგირება შეიზღუდა. თუმცა, უნივერსიტეტის სამედიცინო პერსონალისა და დაცვის თანამშრომლის სწრაფი მოქმედებით, დაშავებულს აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება. შემდეგ კი, სასწრაფოს ეკიპაჟმა მალევე გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი აღჭურვილია ვიდეო-თვალთვალის სისტემით, რაც ინციდენტის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

უნივერსიტეტის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს სტუდენტს და ვუსურვებთ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას", - აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიემ საათის წინ დაჭრეს. როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
ოპოზიციური 7
  1. TV პირველიოპოზიციურისისხლიანი ანგარიშსწორება უნივერსიტეტთან - თბილისში სტუდენტი დაჭრეს
  2. ალიაოპოზიციურითბილისში სტუდენტი დაჭრეს
  3. ტაბულაოპოზიციურითბილისში სტუდენტი ცივი იარაღით დაჭრეს
  4. TV პირველიოპოზიციურისტუდენტის დაჭრასთან დაკავშირებით, რობაქიძის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
  5. ფორმულაოპოზიციურიგრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურირობაქიძის უნივერსიტეტთან სტუდენტი დაჭრეს
  7. TV პირველიოპოზიციურისისხლიანი ანგარიშსწორება უნივერსიტეტთან- “პირველებმა “ ახალი დეტალები გაარკვია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სისხლიანი ანგარიშსწორება უნივერსიტეტთან – ბრალდებული დაკავებულიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები