პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სტუდენტის დაჭრასთან დაკავშირებით, რობაქიძის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს განცხადებას ირინა ენუქიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მათი მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრეს. უნივერსიტეტის ცნობით, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, შენობის მიმდებარე ტერიტორია ვიდეოკამერებით არის აღჭურვილი და მასალები სამართალდამცველებს გადაეცათ.

სტუდენტის დაჭრასთან დაკავშირებით, რობაქიძის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
TV პირველი

სტუდენტის დაჭრასთან დაკავშირების გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებშია აღნიშნული, ახალგაზრდა, რომელიც დაჭრეს ამავე უნივერსიტეტი მე-3 კურსის სტუდენტია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მათივე თქმით, შენობის მიმდებარე ტერიტორია სრულად აღჭურვილია ვიდეო კამერებით, რომელიც სამართალდამცველებისთვის ხელმისაწვდომია.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა განვმარტოთ, რომ დღეს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ირინა ენუქიძის ქუჩაზე, მოხდა ინციდენტი - შედეგად დაზარალდა ჩვენი მე-3 კურსის სტუდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

რამდენადაც ცნობილი გახდა, ინციდენტი დაიწყო კვების ერთ-ერთ ობიექტთან და გადაინაცვლა უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე. რის გამოც, დაცვის თანამშრომლის სწრაფი რეაგირება შეიზღუდა. თუმცა, უნივერსიტეტის სამედიცინო პერსონალისა და დაცვის თანამშრომლის სწრაფი მოქმედებით, დაშავებულს აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება. შემდეგ კი, სასწრაფოს ეკიპაჟმა მალევე გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი აღჭურვილია ვიდეო-თვალთვალის სისტემით, რაც ინციდენტის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

უნივერსიტეტის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს სტუდენტს და ვუსურვებთ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას, - წერია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 6
  1. TV პირველიოპოზიციურისისხლიანი ანგარიშსწორება უნივერსიტეტთან - თბილისში სტუდენტი დაჭრეს
  2. ალიაოპოზიციურითბილისში სტუდენტი დაჭრეს
  3. ტაბულაოპოზიციურითბილისში სტუდენტი ცივი იარაღით დაჭრეს
  4. ფორმულაოპოზიციურიგრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურირობაქიძის უნივერსიტეტთან სტუდენტი დაჭრეს
  6. რუსთავი 2სამთავრობო"დაზარალდა მე-3 კურსის სტუდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და გადაინაცვლა მიმდებარე ქუჩაზე" - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის განცხადება
  7. TV პირველიოპოზიციურისისხლიანი ანგარიშსწორება უნივერსიტეტთან- “პირველებმა “ ახალი დეტალები გაარკვია
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ სტუდენტი დაჭრესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები