თბილისში სტუდენტი დაჭრეს
თბილისში, ირინა ენუქიძის ქუჩაზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დაზარალებული მესამე კურსელი სტუდენტია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო, თავდამსხმელი ამ დროისთვის დაკავებული არ არის.

თბილისში, ირინა ენუქიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ მოხდა. დაზარალებული, მესამე კურსელი სტუდენტი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულს ცივი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებიათ, მან მიმალვა მოახერხა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიასისხლიანი ანგარიშსწორება უნივერსიტეტთან - თბილისში სტუდენტი დაჭრეს
თბილისში სტუდენტი ცივი იარაღით დაჭრეს
სტუდენტის დაჭრასთან დაკავშირებით, რობაქიძის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რობაქიძის უნივერსიტეტთან სტუდენტი დაჭრეს
"დაზარალდა მე-3 კურსის სტუდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და გადაინაცვლა მიმდებარე ქუჩაზე" - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის განცხადება
სისხლიანი ანგარიშსწორება უნივერსიტეტთან- “პირველებმა “ ახალი დეტალები გაარკვია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…