ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა სტუდენტს - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით სტუდენტის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით შსს-მ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა სტუდენტს - დაკავებულია 1 პირი
ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა სტუდენტს - დაკავებულია 1 პირიფორმულა

თბილისში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 სექტემბერს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ერთ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დაჭრილი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტია.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.