ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსს შეხვდა • POSTV

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის განვითარებასა და საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრეს.

შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსს შეხვდა • POSTV
შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსს შეხვდა • POSTVPOSTV

Screenshot

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის განვითარებას, მათ შორის, განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა ფარგლებშიც პარალიმპიური მოძრაობის სტატუსი ოლიმპიური მოძრაობის სტატუსს გაუთანაბრდა.

ასევე, ხაზი გაესვა პარალიმპიური სპორტის განვითარებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების ზრდას, რაც აისახება ქართველი პარალიმპიელი სპორტსმენების საერთაშორისო მიღწევებში.

ენდრიუ პარსონსმა შალვა პაპუაშვილს მადლობა გადაუხადა საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერისთვის და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს პარა ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა.

შეხვედრას საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და პარალიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი შალვა მაისურაძე ესწრებოდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.