პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ფესტივალ „განდაგანას“ ოჯახთან ერთად დაესწრო

აჭარის მთავრობასაქართველოს პარლამენტი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანას“ დაესწრო, სადაც 200-მდე მეწარმის პროდუქციაა წარმოდგენილი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ფესტივალ „განდაგანას“ ოჯახთან ერთად დაესწრო
იმედინიუსი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ოჯახთან ერთად, ბათუმში, ევროპის მოედანზე მიმდინარე სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანას" დაესწრო.

ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება და სოფლის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენასა და სოფლად მოგზაურობის წახალისებას ემსახურება.

მთავრობის თავმჯდომარემ ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ოთხივე სეზონზე ტურიზმის განვითარებასა და აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენას უწყობს ხელს. მისივე თქმით, ფესტივალი მთავრობის, ბიზნესისა და ფერმერების ერთობლივი მუშაობის მაგალითია, რომელიც ადგილობრივ მწარმოებლებს საკუთარი ნაწარმის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

გამოფენა-გაყიდვაზე ადგილობრივი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 200-მდე მეწარმის ხელნაკეთი ნამუშევრები, სოფლის ნობათი და კერძებია წარმოდგენილი. განსაკუთრებული ყურადღება აჭარულ სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების გაცნობას ეთმობა.

ფესტივალს საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები და ადგილობრივი

თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ფესტივალ "განდაგანას" ოჯახთან ერთად დაესწრო
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
14-15 ნოემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპინძლებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები