პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა •
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს 2026 წლის IBSA-ს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, პარალიმპიური მოძრაობის განვითარება და სახელმწიფოს მხარდაჭერა პარასპორტსმენების მიმართ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2026 წლის IBSA-ს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის ფარგლებში საქართველო რეკორდული რაოდენობის მონაწილეებს უმასპინძლებს.
აღინიშნა საქართველოს წარმატებული გამოცდილება საერთაშორისო პარასპორტული ღონისძიებების ჩატარების მიმართულებით.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მუდმივი მხარდაჭერის როლს და ენდრიუ პარსონსს საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო პარალიმპიური მოძრაობის განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და აღინიშნა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა პარალიმპიური კომიტეტის წლიური ბიუჯეტი, ხოლო პარასპორტსმენებისთვის დაწესებული ჯილდოები ოლიმპიური სპორტსმენებისას გაუთანაბრდა.
შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და პარალიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი შალვა მაისურაძე დაესწრნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.