ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის განვითარებაზე, საკანონმდებლო ცვლილებებსა და საბიუჯეტო დაფინანსების ზრდაზე ისაუბრეს. ენდრიუ პარსონსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და ნაკრებს პარა ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა.

შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსს შეხვდაპირველი არხი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის განვითარებას, მათ შორის, განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა ფარგლებშიც პარალიმპიური მოძრაობის სტატუსი ოლიმპიური მოძრაობის სტატუსს გაუთანაბრდა.

ასევე, ხაზი გაესვა პარალიმპიური სპორტის განვითარებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების ზრდას, რაც აისახება ქართველი პარალიმპიელი სპორტსმენების საერთაშორისო მიღწევებში.

ენდრიუ პარსონსმა შალვა პაპუაშვილს მადლობა გადაუხადა საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერისთვის და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს პარა ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა.

შეხვედრას საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და პარალიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი შალვა მაისურაძე ესწრებოდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.