პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი
შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსს შეხვდა
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის განვითარებას, მათ შორის, განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა ფარგლებშიც პარალიმპიური მოძრაობის სტატუსი ოლიმპიური მოძრაობის სტატუსს გაუთანაბრდა.

ასევე, ხაზი გაესვა პარალიმპიური სპორტის განვითარებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების ზრდას, რაც აისახება ქართველი პარალიმპიელი სპორტსმენების საერთაშორისო მიღწევებში.

ენდრიუ პარსონსმა შალვა პაპუაშვილს მადლობა გადაუხადა საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერისთვის და საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს პარა ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა.

შეხვედრას საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და პარალიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი შალვა მაისურაძე ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსს შეხვდა
  2. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსს შეხვდა • POSTV
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები