ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე - ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს არ იყო არც არასამთავრობო, არც „ენჯეო“, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ აღიარება

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია და ის ყოველთვის პარტიული დანამატი იყო. ამგვარად მან უპასუხა კითხვას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმართა სიაში შეყვანის შესახებ.

ირაკლი კობახიძე - ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს არ იყო არც არასამთავრობო, არც „ენჯეო“, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ აღიარება
ირაკლი კობახიძე - ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს არ იყო არც არასამთავრობო, არც „ენჯეო“, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ აღიარებაინტერპრესნიუსი

ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს არ იყო არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც ენჯეო, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ ამის აღიარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებს არასოდეს იღებენ, ისინი ყოველთვის მოქმედებენ დაკვეთებით.

„დიდხანს იკავებდნენ თავს სრული ლუსტრაციისგან, თუმცა საბოლოო ჯამში მოუწიათ იმის აღიარება, რომ არიან პოლიტიკური პარტიის ჩვეულებრივი დანამატი. არასდროს არ იყო ეს არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც ენჯეო, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ ამის აღიარება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან, როდესაც უპასუხა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის პოლიტპატიმართა სიაში შეყვანის თაობაზე დასმულ კითხვას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" უკვე ოფიციალურად აღიარა, რომ ის არის "ნაცმოძრაობის" პარტიული დანამატი, აქედან გამომდინარე, მათ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები