გამოცემა Die Zeit: „გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2022 წლის შემდეგ ლავროვს პირველად შეხვდა“ • POSTV
გერმანული გამოცემა Die Zeit-ის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, შეხვედრა გერმანულმა მხარემ დააინიცირა.

„გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2022 წლის შემდეგ პირველად შეხვდა ლავროვს“,- ინფორმაციას გერმანული გამოცემა „Die Zeit-ი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართეს.
გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრა 15 წუთს გაგრძელდა.
შეხვედრა გაეროს შენობის რუსეთის მხარეს მდებარე საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და საუბრის დეტალები ამ მომენტისთვის უცნობია.
რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, შეხვედრა გერმანულმა მხარემ დააინიცირა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2მედია - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2022 წლის შემდეგ ლავროვს პირველად შეხვდა
- BM.GEგერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 2022 წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ
- ტაბულა2022 წლის შემდეგ პირველად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვს შეხვდა
- რადიო თავისუფლებაგერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2022 წლის შემდეგ პირველად გამართეს შეხვედრა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…