“ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალებაა” – ჩერგოლეიშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალებაა, რადგან მას არ აწყობს აღიარება, თუ როგორ ექცევა პუტინი.

ფედერალისტების თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება:
ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალებაა.
იმ ნარცისს არ აწყობს იმის აღიარება, რომ პუტინი ძაღლივით ექცევა (არც ფსიქოლოგიურად, არც პოლიტიკურად) და დიფსტეიტი მიწყობს, პუტინი მაგას მე არ გამიკეთებდაო – თავის კლოუნს ალაპარაკებს.
“დიფსტეიტი” კრემლში – “ეს პირდაპირ არის წინააღმდეგობაში რუსეთის ინტერესებთან” – ირაკლი კობახიძე მინსკში გამართულ მოლაპარაკებებს აფასებს და ამბობს, რომ მოლოდინი ჰქონდა, რუსული მხარის მხრიდან იმ კომპანიის სიის სრული ანულირება მოხდებოდა, რომლებსაც რუსეთმა ემბარგო დაადო და სანქციების სიაში შეიყვანა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…