ტანსაცმელი გაძვირდება - იმპორტის გადასახადის გაზრდით ბიუჯეტში ათობით მილიონი ლარი შევა
ტანსაცმლის, თეთრეულისა და ფეხსაცმლის იმპორტზე ახალი წესით პარტიის ფიქსირებული 500-ლარიანი გადასახადი წონაზე მიბმული ტარიფით შეიცვალა, რის გამოც იმპორტიორებს ერთი კილოგრამის გაფორმებაზე 3 ლარის, ხოლო ტონაზე 3000 ლარის გადახდა მოუწევთ.

2026 წლის 25 ნოემბრიდან საქართველოში ტანსაცმლის, ასევე თეთრეულის და ფეხსაცმლის იმპორტზე ახალი გადასახადი ამოქმედდა. თუკი აქამდე იმპორტიორებისთვის მოქმედებდა ტანსაცმლის პარტიის იმპორტის გაფორმების 500 ლარის გადასახადი განურჩევლად იმისა, რა ზომის პარტიის იმპორტი ხორციელდებოდა, ახლა გადასახადი მიებმება ტანსაცმლის წონას: ერთი კილოგრამი 3 ლარით დაიბეგრება, რაც ერთ ტონაზე 3000 ლარს შეადგენს. შესაბამისად, თუკი აქამდე იმპორტიორი ერთი ტონა ტანსაცმლის პარტიის იმპორტის გაფორმების დროს 500 ლარს იხდიდა, ახლა მას 3000 ლარის გადახდა მოუწევს. თუკი კონკრეტული პარტიის ზომაა 5 ტონა, კომპანიას 500-ის ნაცვლად 15,000 ლარის გადახდა მოუწევს, 10 ტონის მოცულობის პარტიის იმპორტისას კი - 500 ლარის ნაცვლად 30,000-ის.
გამონაკლისს წარმოადგენს იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებიდან და მეორადი ტანსაცმლის იმპორტი.
2026 წლის 10 თვის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან 611 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი ტანსაცმელი შეიძინა. საქსტატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკას თან ახლავს დამატებითი ინფორმაცია ამ საქონლის წონასთან დაკავშირებითაც, რომელიც 47,597 ტონას შეადგენდა.
ტანსაცმლის მთლიანი იმპორტიდან 225 მილიონი დოლარი ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქციაზე მოდიოდა, მისი მოცულობა კი 5132 ტონას შეადგენდა. შესაბამისად, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იმპორტი შეადგენდა 385.7 მილიონ დოლარსა და 42465 ტონას.
თუკი 2026 წლის 25 ნოემბრიდან ამოქმედებული გადასახადი გასული 10 თვის განმავლობაშიც იქნებოდა ძალაში, მაშინ ბიუჯეტში ტონაზე 3000 ლარის დაბეგრვით 127 მილიონი ლარი შევიდოდა, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ფასებზე აისახებოდა.
ამასთან, გარდა ტანსაცმლისა და თეთრეულისა, აღნიშნული მოსაკრებელი შეეხება ფარდებს, საბნებს, ლოგინის პირებს, ტომრებს და სხვა საქონელს.
ტანსაცმლის კატეგორიები, რომლებზეც ახალი გადასახადი ამოქმედდა:
6101 პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი ტრიკოტაჟისა, მამაკაცის ან ბიჭისა
6102 პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი, ტრიკოტაჟისა, ქალის ან გოგონასი
6103 კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა
6104 კოსტუმები, კომპლექტები, ჟაკეტები და სხვა ტრიკოტაჟისა, ქალის ან გოგონასი
6105 პერანგები და კვართები ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა
6106 ბლუზები, პერანგები ტრიკოტაჟისა, მანქანით ან ხელით ნაქსოვი, ქალის ან გოგონასი
6107 ქვედა საცვლები მამაკაცისა ან ბიჭისა ტრიკოტაჟისა
6108 ქვედა საცვლები ქალის და გოგონასი, ტრიკოტაჟისა
6109 მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი
6110 სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი
6111 საბავშვო ტანსაცმელი და მისი საკუთნოები ტრიკოტაჟისა, მანქანით ან ხელით ნაქსოვი
6112 კოსტუმები სპორტული, ტრიკოტაჟისა, მანქანით ან ხელით ნაქსოვი
6113 ტანსაცმელი მანქანით ან ხელით ნაქსოვი ტრიკოტაჟის ქსოვილისაგან
6114 ტრიკოტაჟის ტანსაცმელი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი სხვა
6115 კოლგოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი
6116 ხელთათმანები, ცალთითები, უთითო თათმანები ტრიკოტაჟისა, მანქანით ან ხელით ნაქსოვი
6117 ტანსაცმლის საკუთნოები, ტრიკოტაჟისა
6201 პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი მამაკაცისა ან ბიჭისა
6202 პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი ქალისა ან გოგონასათვის
6203 კოსტუმები, კომპლექტები და სხვა მამაკაცისა ან ბიჭისა
6204 კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი
6205 მამაკაცისა და ბიჭების პერანგები
6206 ბლუზები, პერანგები და ბატნიკები ქალის ან გოგონასი
6207 მაისურები და თბილი ზედა საცვალი სხვა და ნალოგიური ნაწარმი მამაკაცისა ან ბიჭისა
6208 მაისურები და თბილი ზედა საცვალი სხვა და ანალოგიური ნაწარმი ქალისა ან გოგონასი
6209 საბავშვო ტანსაცმელი და მისი საკუთნოები
6210 სხვა ტანსაცმელი
6211 კოსტუმები, სპორტული, სათხილამურო და საბანაო
6212 ბიუსტჰალტერები, ქამრები და ანალოგიური ნაწარმი ტრიკოტაჟისა
6213 ცხვირსახოცები
6214 შალები, შარფები, ვუალები და ანალოგიური ნაწარმი
6215 ჰალსტუხები, ჰალსტუხი-პეპლები და ყელსახვევები
6216 ხელთათმანები, ცალთითები და უთითო თათმანები
6217 ტანსაცმლის საკუთნოები მზა სხვა
6301 საბნები და პლედები სამგზავრო
6302 თეთრეული ლოგინისა, მაგიდისა, სამზარეულოსი და ტუალეტისა
6303 ფარდები, სინათლეგაუმტარი შტორები; ფარდები ან არშიები საწოლებისათვის
6304 დეკორატიული ნაწარმი სხვა
6305 ტომრები და პაკეტები შესაფუთი
6306 ბრეზენტი, ჩარდახები, მზისაგან დასაცავი შტორები და სხვა
6307 მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით
6308 ნაკრებები, შედგენილი ქსოვილებისა და ნართისაგან, ხელსაქმისათვის
6401 წყალგაუმტარი ფეხსაცმელი რეზინის ან პოლიმერული მასალის ძირითა და ზედაპირით
6402 სხვა სახის ფეხსაცმელი რეზინის ან პოლიმერული მასალის ძირითა და ზედაპირით
6403 ფეხსაცმელი რეზინის, პოლიმერული მასალის, ტყავის ძირითა და ტყავის ზედაპირით
6404 ფეხსაცმელი რეზინის, ტყავის ძირითა და საფეიქრო მასალის ზედაპირით
6405 სხვა ფეხსაცმელი
6406 ფეხსაცმლის ნაწილები
6501 ქუდების ფორმები, ქუდის კუნძურები და ფეტრის ჩაჩები
6504 ქუდები და სხვა თავსაბურავები, დამზადებული სხვადასხვა მასალის ზოლების შეერთებით
6505 ქუდები და სხვა თავსაბურავები, ტრიკოტაჟისა
6506 თავსაბურავები სხვა, სარჩულზე ან უსარჩულოდ, გაწყობილი ან გაუწყობელი
6507 შუასადებები, სარჩულები ქუდებისათვის, წინაფრები და თასმები თავსაბურავებისათვის
ცვლილება საქართველოს მთავრობის №535 დადგენილებით შევიდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიამეწარმეებს კილოგრამი ტანსაცმლის განბაჟების გაფორმება 3 ლარი დაუჯდებათ - დადგენილება
ტანსაცმლის იმპორტზე დაწესებული ახალი გადასახადით ბიუჯეტში ათობით მილიონი ლარი შევა
ტანსაცმლის იმპორტის გადასახადის 500 ლარიდან 3000 ლარამდე გაზრდით ბიუჯეტში ათობით მილიონი ლარი შევა
ასოციაცია მთავრობას ტანსაცმლის იმპორტის ახალი გადასახადის მძიმე შედეგებზე აფრთხილებს - განცხადება
ბიზნესი მთავრობას ტანსაცმლის იმპორტის ახალი გადასახადის მძიმე შედეგებზე აფრთხილებს - ბიზნესი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…