ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სერგეი ლავროვი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ნიუ-იორკში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა და შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, სადაც უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისა და გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

სერგეი ლავროვი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ნიუ-იორკში ჩავიდა
სერგეი ლავროვი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ნიუ-იორკში ჩავიდაინტერპრესნიუსი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლავროვი გაეროს გენერალურ ასამბლეას სიტყვით 26 სექტემბერს მიმართავს. რუსული მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ სერგეი ლავროვი მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში არაერთ მრავალმხრივ ღონისძიებას დაესწრება და ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.

კერძოდ, ოთხშაბათს ის შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ადრე განაცხადა, რომ გეგმავს ამერიკელ კოლეგასთან გაარკვიოს სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მხარეები ასევე განიხილავენ გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.