პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

უკრაინული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა გამოცემა Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ ევროკომისიის წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლების ზეწოლას დაჰყვნენ და დაეთანხმნენ მოსაზრებას, რომ „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაში საერთაშორისო ექსპერტებისთვის გადამწყვეტი როლის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო“

უკრაინის სამოქალაქო სექტორის ცნობით, ევროკომისია უკრაინის ხელისუფლების ზეწოლას დაჰყვა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევაში საერთაშორისო ექსპერტების გადამწყვეტი როლის შემცირებას დათანხმდა, რის გამოც 59-მა ორგანიზაციამ მხარეებს ერთობლივი განცხადებით მიმართა.

უკრაინული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა გამოცემა Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ ევროკომისიის წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლების ზეწოლას დაჰყვნენ და დაეთანხმნენ მოსაზრებას, რომ „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაში საერთაშორისო ექსპერტებისთვის გადამწყვეტი როლის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო“
იმედინიუსი

უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების 59-მა ორგანიზაციამ 26 ნოემბერს ერთობლივი განცხადებით მიმართა ევროკომისიასა და უკრაინის ხელისუფლებას და მოუწოდა მათ, უზენაესი სასამართლოსა და გენერალური პროკურატურის რეფორმების პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა უზრუნველყონ.

მოლაპარაკებების დეტალების მცოდნე უკრაინული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა გამოცემა Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ ევროკომისიის წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლების ზეწოლას დაჰყვნენ და დაეთანხმნენ მოსაზრებას, რომ „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაში საერთაშორისო ექსპერტებისთვის გადამწყვეტი როლის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო“.

წარსულში უკრაინელი მაღალჩინოსნები სასამართლო და სამართალდამცავი სისტემის ხელმძღვანელ თანამდებობებზე ხშირად უჭერდნენ მხარს სადავო კანდიდატებს, რის დასაბალანსებლადაც პროცესში საერთაშორისო ექსპერტებს იწვევდნენ. უკრაინის ანტიკორუფციული და სასამართლო სისტემის მონიტორინგის ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა საეჭვო რეპუტაციის მქონე კანდიდატების დაბლოკვის ეფექტური მექანიზმია.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლება ცდილობს შეამციროს საერთაშორისო ექსპერტების როლი საკვანძო სამართალდამცავი და შესყიდვების უწყებების სამეთვალყურეო საბჭოებსა და შესარჩევ კომისიებში. ზოგიერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ადრე ისიც განაცხადა, რომ ქვეყანას საერთაშორისო ექსპერტები აღარ სჭირდება.

ეს ინფორმაცია იმ ფონზე ვრცელდება, როდესაც უკრაინის ხელისუფლება ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი კანონის უზენაესობის საკვანძო რეფორმების განხორციელებას აჭიანურებს. უკრაინელი ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკომისია კიევის მიმართ ზედმეტად ლმობიერია და შესაძლოა, მთავრობას ჩავარდნილი რეფორმებისა და „ანტირეფორმების“ გატარების უფლებაც კი მისცეს.

სამოქალაქო სექტორის 26 ნოემბრის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება ორი უმთავრესი რეფორმა: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და გენერალური პროკურორის დანიშვნა.

„ამიტომ მოვუწოდებთ უკრაინის მთავრობას, ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, შეუნარჩუნონ დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ორივე პროცესში. 2014 წლიდან სწორედ ამ მიდგომამ მოიტანა ხელშესახები შედეგები უკრაინის მართლმსაჯულების ინსტიტუტებში. ამის გარეშე რეფორმები, სავარაუდოდ, მხოლოდ ინსტიტუტების ფორმას შეცვლის და არა მათ შინაარსს, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანება რისკის ქვეშ დადგება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ამ ქარტიაზე ხელი რომ მოაწერეს, თავიანთ პატრონებს უთხრეს, რომ კარგი გოგო-ბიჭები და კარგი აგენტები ვართ და თქვენს ნებისმიერ ნათქვამს წაუკითხავადაც მოვაწერთ ხელსოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები