პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია

საპატრიარქოსაქართველოს პარლამენტი

დასრულდა ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. მამულის რეაბილიტაციის დასრულება საზეიმოდ აღინიშნა, ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ლევილ-სურ-ორჟის მერი ერიკ ბრევი დაესწრნენ.

ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია
რუსთავი 2

ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია.

მამულის რეაბილიტაციის დასრულება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მნიშვნელობის მემკვიდრეობა ახალ სიცოცხლეს იწყებს, საზეიმოდ აღინიშნა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წევრები, საპატრიარქოს წარმომადგენელი და ლევილ-სურ-ორჟის მერი ერიკ ბრევი დაესწრნენ.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ემიგრირებული მთავრობის ოჯახების შთამომავლები, ასევე, ყველა ის ადამიანი, რომლებიც ლევილის მამულის ისტორიასთან სხვადასხვა დროს იყვნენ დაკავშირებული.

სტუმრებმა დაათვალიერეს ლევილის ქართველთა მამული, მათ შორის, შატო, ვენახები და ოდა; გაიმართა მამულის ბიბლიოთეკისათვის სპეციალურად გამოცემული წიგნების წარდგენა. მთავრობის წევრებმა ლევილის ქართულ სასაფლაოზე პატივი მიაგეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების ხსოვნას.

ღონისძიება დასრულდა სპეციალურად შექმნილი საკონცერტო პროგრამით, რომელშიც ქართველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

1922 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ ლევილში დაიდო ბინა, ეს ადგილი საქართველოს ეროვნული იდეის, თავისუფლებისა და ქართული კულტურის ერთგულების კერად იქცა. რეაბილიტირებული ლევილი უმნიშვნელოვანეს ფუნქციას იძენს.

ლევილი არის სამუზეუმო, სასწავლო, საბიბლიოთეკო, სახელოსნო მუდმივმოქმედი სივრცეები, აკადემია ქართველი ხელოვანების, ისტორიკოსებისა და მკვლევრებისთვის, მათ შორის, სტუდენტებისთვის; ადგილი ქართული ვენახით და ხეხილის ბაღით. გამორჩეული ისტორიის მქონე ლევილი ხდება ევროპაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ქართული კულტურის გასაცნობად.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

11 სტატია
სამთავრობო 8ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცააა, მჯერა, ორი ქვეყნის პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა
  2. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა
  3. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ ლევილში დააფუძნა ეროვნული კერა, აქ ცოცხლობდა პირველი რესპუბლიკის ხსოვნა, ინახებოდა ჩვენი უახლესი ისტორია და რწმენა, რომ საქართველო ერთხელაც აუცილებლად დაიბრუნებდა თავისუფლებას
  4. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთის ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა
  5. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე - ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე ყველგან, სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება, ლევილის ქართველთა მამული არ არის მხოლოდ მუზეუმი - ის იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში
  6. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე, საგანძურზე არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ ყველგან, სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება, ლევილის ქართველთა მამული არ არის მხოლოდ მუზეუმი - ის იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცააა - მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგის ახალ პლატფორმად იქცევა
  8. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე ყველგან, სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება, ლევილის ქართველთა მამული იქცა კულტრულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში
  9. BM.GEოპოზიციურილევილის მამული იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში | პრემიერი
  10. ტაბულაოპოზიციურილევილის მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის მჭიდრო კავშირების სიმბოლოცააა - კობახიძე
  11. რუსთავი 2სამთავრობოადგილი, რომელიც საქართველოს ეროვნული იდეის, თავისუფლებისა და ქართული კულტურის ერთგულების კერად იქცა - ლევილის მამულის რეაბილიტაცია დასრულდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ეს არის ის ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია საქართველოს შესახებ, ლევილი ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი - დავით ლორთქიფანიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები