პრემიერი: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ ლევილში დააფუძნა ეროვნული კერა, აქ ცოცხლობდა პირველი რესპუბლიკის ხსოვნა, ინახებოდა ჩვენი უახლესი ისტორია და რწმენა, რომ საქართველო ერთხელაც აუცილებლად დაიბრუნებდა თავისუფლებას
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ლევილის მამული საქართველოსთვის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ადგილია, სადაც პირველი რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ ეროვნული კერა დააფუძნა. მისი თქმით, სახელმწიფომ წარმატებით დაასრულა ლევილის მამულის მასშტაბური რეაბილიტაცია.

დღეს თითოეული ჩვენგანისთვის მართლაც ძალიან ემოციური და ნამდვილად განსაკუთრებული დღეა. სივრცეს, სადაც ახლა ვიმყოფებით, ქართველი ერის მეხსიერებაში სრულიად გამორჩეული ადგილი უკავია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 1922 წელს, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ სწორედ აქ შეიძინა მამული და ეროვნული კერა დააფუძნა.
"ლევილი გახდა ქართული სახელმწიფოებრიობის, თავისუფლებისა და ეროვნული იდეის უმთავრესი დასაყრდენი ევროპაში. აქ ცოცხლობდა პირველი რესპუბლიკის ხსოვნა, აქ ინახებოდა ჩვენი უახლესი ისტორია და ურყევი რწმენა იმისა, რომ საქართველო აუცილებლად დაიბრუნებდა ერთხელაც თავისუფლებას.
2016 წელს, ლევილის მამულის საქართველოს საკუთრებაში დაბრუნების შემდეგ, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომელიც თანმიმდევრულად და პირნათლად შეასრულა. მასშტაბური რეაბილიტაცია დაგეგმილ ვადაზე ადრე, წარმატებით დასრულდა. უდიდესი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ამ მემკვიდრეობის აღდგენით ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენს წარსულს და, ამავდროულად, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობაც მომავალი თაობების მიმართ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2პრემიერი: ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცააა, მჯერა, ორი ქვეყნის პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა
- იმედინიუსიირაკლი კობახიძე: ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთის ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე - ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე ყველგან, სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება, ლევილის ქართველთა მამული არ არის მხოლოდ მუზეუმი - ის იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში
- იმედინიუსიირაკლი კობახიძე: ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე, საგანძურზე არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ ყველგან, სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება, ლევილის ქართველთა მამული არ არის მხოლოდ მუზეუმი - ის იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში
- ინტერპრესნიუსიირაკლი კობახიძე - ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცააა - მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგის ახალ პლატფორმად იქცევა
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე ყველგან, სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება, ლევილის ქართველთა მამული იქცა კულტრულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში
- BM.GEლევილის მამული იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულში | პრემიერი
- ტაბულალევილის მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის მჭიდრო კავშირების სიმბოლოცააა - კობახიძე
- რუსთავი 2ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია
- რუსთავი 2ადგილი, რომელიც საქართველოს ეროვნული იდეის, თავისუფლებისა და ქართული კულტურის ერთგულების კერად იქცა - ლევილის მამულის რეაბილიტაცია დასრულდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…