ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეს არის ის ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია საქართველოს შესახებ, ლევილი ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი - დავით ლორთქიფანიძე

საფრანგეთში ლევილის განახლებული მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, მამულში შეიქმნა საექსპოზიციო სივრცე, რომელიც მნახველებს საქართველოს ისტორიისა და პირველი დემოკრატიული მთავრობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

ეს არის ის ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია საქართველოს შესახებ, ლევილი ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი - დავით ლორთქიფანიძე
ეს არის ის ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია საქართველოს შესახებ, ლევილი ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი - დავით ლორთქიფანიძერუსთავი 2

დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და ლევილის განახლებული მამული - საფრანგეთში ქართული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტი განხორციელებულია.

დღეს საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარესთან. მთავრობის და პარლამენტის წევრებთან ერთად დაესწრება. ადგილზე იქნებიან ემიგრირებული მთავრობის ოჯახების შთამომავლები.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის თქმით, ლევილი არის ადგილი, სადაც საზოგადოებას შეუძლია საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიიღოს.

"ეროვნულმა მუზეუმმა მონაწილეობა მიიღო საექსპოზიციო სივრცის შექმნაში, რომელიც ისტორიულ ნაგებობაშია აქ მნახველი მიიღებს ინფორმაციას როგორც ლეველის შესახებ, ისე მთლიანად ჩვენი პირველი დემოკრატიული მთავრობის შესახებ, ქართული დიასპორის შესახებ და ასევე ზოგადად საქართველოს შესახებ.

ეს ხდება მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. აქ არის ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, აქ არის ნოე ჟორდანიას ქანდაკების ორიგინალი, რომელიც თავის დროზე იყო თვით იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი, ამასთან ერთად არის ბევრი ციფრული ტექნოლოგია გამოყენებული, ეს არის ის ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია საქართველოს შესახებ და იმ დიდი ეტაპის შესახებ, რომელსაც ჰქვია 1918-21 წელი და ლევილი, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი,"- აცხადებს დავით ლორთქიფანიძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეროვნულმა მუზეუმმა მონაწილეობა მიიღო საექსპოზიციო სივრცის შექმნაში, რომელიც ისტორიულ ნაგებობაშია აქ მნახველი მიიღებს ინფორმაციას როგორც ლეველის შესახებ, ისე მთლიანად ჩვენი პირველი დემოკრატიული მთავრობის შესახებ, ქართული დიასპორის შესახებ და ასევე ზოგადად საქართველოს შესახებ. ეს ხდება მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. აქ არის ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, აქ არის ნოე ჟორდანიას ქანდაკების ორიგინალი, რომელიც თავის დროზე იყო თვით იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი, ამასთან ერთად არის ბევრი ციფრული ტექნოლოგია გამოყენებული, ეს არის ის ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია საქართველოს შესახებ და იმ დიდი ეტაპის შესახებ, რომელსაც ჰქვია 1918-21 წელი და ლევილი, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი,“
დავით ლორთქიფანიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ლევილის მამული ახალ სიცოცხლეს იწყებს - ისტორიული ქართული კერა განახლებული ფუნქციით გაიხსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები