ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთის ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლევილის ქართული მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადებით, მამული საქართველოსა და საფრანგეთის ისტორიული კავშირების სიმბოლოა და ის ღია საგანმანათლებლო და შემოქმედებით ცენტრად იფუნქციონირებს.

ირაკლი კობახიძე – ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთის ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა
ირაკლი კობახიძე – ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთის ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევაპირველი არხი

ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცააა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფრანგ ხალხს და პარტნიორებს, რომელთა ფასდაუდებელი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ფრანგ ხალხს და ჩვენს ძვირფას პარტნიორებს, რომელთა ფასდაუდებელი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა.

დღეიდან ლევილის ქართული მამული სრულად ფუნქციონირებს, როგორც ღია საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ცენტრი ჩვენი თანამემამულეებისთვის, დიასპორისთვისა და ყველასთვის, ვისაც სურს საქართველოს ისტორიისა და კულტურის ახლოს გაცნობა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის განსაკუთრებული, ძალიან ემოციური დღე თითოეული ჩვენგანისთვის და ყველას მინდა, მოგილოცოთ ეს არაჩვეულებრივი დღე“, – აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ფრანგ ხალხს და ჩვენს ძვირფას პარტნიორებს, რომელთა ფასდაუდებელი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა. დღეიდან ლევილის ქართული მამული სრულად ფუნქციონირებს, როგორც ღია საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ცენტრი ჩვენი თანამემამულეებისთვის, დიასპორისთვისა და ყველასთვის, ვისაც სურს საქართველოს ისტორიისა და კულტურის ახლოს გაცნობა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის განსაკუთრებული, ძალიან ემოციური დღე თითოეული ჩვენგანისთვის და ყველას მინდა, მოგილოცოთ ეს არაჩვეულებრივი დღე“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კობახიძე, პაპუაშვილი, ბითაძე, პარლამენტის წევრები და სხვა - უცნობია, რამდენი დაჯდა "ოცნების" ლიდერების ვიზიტი ლევილშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები